Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თამაში ჭვავის ყანაში“ 70 წლისაა

26 ივლისი, 2021 13:37

1951 წლის 16 ივლისს გამოიცა ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ - წიგნი, რომელმაც განსაზღვრა არამხოლოდ ლიტერატურის განვითარება, არამედ ბევრ ფუძემდებლურ პროცესს უბიძგა კულტურასა და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მასობრივ ცნობიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთებიდან კრიტიკამ ის აღფრთოვანებით მიიღო, წიგნს მოჰყვა სკანდალი და ცენზურას დაქვემდებარების მცდელობები - არანორმატიული ლექსიკის, სექსუალური სცენების მრავლად გამოყენების, ღვთის გმობის, ოჯახური ფასეულობების ეჭვქვეშ დაყენების, ამბოხის წახალისების, ალკოჰოლის, თამბაქოს, ტყუილის, სქესობრივი განურჩევლობისა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდის გამო.

New York Times-მა მას „უჩვეულოდ შესანიშნავი დებიუტი“ უწოდა, Christian Science Monitor-მა კი - „ამორალური და გარყვნილი“.

წიგნის მთავარი გმირის მიერ ღმერთის უწყვეტი გმობა, ღიად ლაპარაკი სექსსა და პროსტიტუციაზე, 1950-იანი წლების დასაწყისის ჯერ კიდევ პურიტანულ ამერიკაში ბევრმა ზღვარგადასულ ნაბიჯად აღიქვა. ამის მიუხედავად, წიგნი 30 კვირის განმავლობაში New York Times-ის ბესტსელერების სიაში იყო, გამოქვეყნებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში კი გამომცემლობამ დამატებითი ტირაჟი რვაჯერ დაბეჭდა.

70 წლის განმავლობაში, რომანი და მისი მთავარი გმირი, მეამბოხე მოზარდი, ბიტნიკებისა და ჰიპების წინამორბედი ჰოლდენ კოლფილდი მითების ისეთ საბურველში გაეხვია, რომ წიგნის მიმართ ინტერესი დღემდე არ ნელდება.         

ახალგაზრდული ცნობიერების გათავისუფლების პროცესს 1950-60-იან წლებში, რაც სელინჯერის რომანის მიერ დიდწილად ნაწინასწარმეტყველები და გარკვეული თვალსაზრისით, წახალისებულიც იყო, მხოლოდ პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია.    როდესაც 1980 წლის 9 დეკემბერს მარკ ჩეპმენმა ჯონ ლენონი მოკლა, დაპატიმრების დროს მას ამ რომანის ეგზემპლარი უპოვეს, სასამართლო პროცესზე კი თავის ქცევას ამ წიგნიდან ფრაგმენტების კითხვით ხსნიდა. 

სელინჯერის ამ ერთადერთი რომანის საკულტო ხასიათი, ნებსით თუ უნებლიედ, თავად მწერალმაც განამტკიცა, როდესაც წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე წელიწადში სრულად განერიდა სამყაროს და მხოლოდ ძალიან იშვიათად აქვეყნებდა მოთხრობების კრებულებს.  უამრავი ჭორი წიგნის ლიტერატურული გაგრძელების შესახებ არ დადასტურდა. 

„თამაში ჭვავის ყანაში“ მუდმივად მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოებების ჩამონათვალშია.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^