Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრინცესა დიანას შესახებ ახალი ფილმის პირველი კადრი გამოქვეყნდა

19 აგვისტო, 2021 23:06

ის, რომ უელსის პრინცესაზე ახალ ფილმს იღებდნენ, ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში გახდა ცნობილი, მაგრამ მას შემდეგ გადაღებების პროცესზე თითქმის არაფერი თქმულა. და აი, როგორც იქნა, გამოქვეყნდა პირველი კადრი ფილმიდან, რომელზეც დიანას როლში კრისტენ სტიუარტია გამოსახული.

ფილმის სახელწოდებაა „სპენსერი“, რეჟისორი - ჩილიელი პაბლო ლარაინი.  
ფილმში მოქმედება ხდება 1991 წლის შობის დღესასწაულზე, რომელსაც სამეფო ოჯახი, ტრადიციულად ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში აღნიშნავს. სწორედ ამ დროს გადაწყვეტს დიანა განქორწინდეს პრინც ჩარლზთან, რომლის როლსაც „სპენსერში“ ჯეკ ფართინგი ასრულებს.

ფილმის პრემიერა 3 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება. აშშ-ში მისი პრემიერა 5 ნოემბერს იგეგმება, სხვა ქვეყნებში - ჯერჯერობით უცნობია.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^