Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

228 წლის წინ ლუვრმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო

26 აგვისტო, 2021 18:28

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმი ზუსტად 228 წლის წინ გაიხსნა. 1793 წლის 10 აგვისტოს მუზუმში პირველმა დამთვალიერებლებმა შეაბიჯეს. ლუვრს მაშინ ეროვნული მხატვრული მუზუმის სტატუსი ჰქონდა.

მას საფუძვლად უდევს „ლუვრის დიდი კოშკი“, რომელიც 1190 წელს მეფე ფილიპ ოგიუსტმა ააგო. მოგვიანებით კარლოს V-მ კოშკი სამეფო რეზიდენციად გადააკეთა, საბოლოოდ კი (ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციამდე) გაჩნდა იდეა, რომ ლუვრში სამეფო კოლექციების შედევრების მუზეუმს მოაწყობდნენ.

თავდაპირველად ასეც იყო. ლუვრის ფონდებს ფრანსუა I-ის და ლუი XIV სამეფო კოლექციებიდან ავსებდნენ. მუზეუმის შექმნის მომენტისთვის სამეფო კოლექცია 2500 ნახატს მოიცავდა. მის ცნობილ ტილოებს შორისაა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ და რაფაელის „მშვენიერი მებაღე“, რომელიც ჯერ კიდევ ფრანსუა I-ს ეკუთვნოდა. მან ლეონარდოს პირადი კოლექცია მხატვრის გარდაცვალების შემდეგ 1519 წელს შეიძინა. ბევრი ნამუშევარი მუზეუმში ნაპოლეონის არმიის ნადავლის სახით მოხვდა.

ლეონარდოს „მონა ლიზა“ მუზეუმიდან 1911 წლის 22 აგვისტოს მოიპარეს და მას მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1914 წელს დაუბრუნდა.

ლუვრის ყველაზე ცნობილი ქანდაკებებია - 1820 წელს ნაპოვნი ვენერა მილოსელი და თურქეთში საფრანგეთის ელჩის მიერ, იმავე პერიოდში ნაყიდი ნიკე სამოფრაკიელი, რომელიც ფრაგმენტებად იპოვა შარლ შამპუაზომ 1863 წელს კუნძულ სამოთრაკზე.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, მუზეუმმა გაიტანა და დამალა ხელოვნების ნიმუშების დიდი ნაწილი. 1945 წლის დასაწყისში, საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ, ექსპონატების დაბრუნების პროცესი დაიწყო.

ლუვრმა თანამედროვე სახე ტიუილრიში (პარიზის ცენტრში, ფრანგი მეფეების სასახლე) ხანძრის და მისი დანგრევის შემდეგ მიიღო. ეს მოვლენები 1871 წელს მოხდა, პარიზის კომუნის ალყაში მოქცევის დროს.

შუშის პირამიდა ნაპოლეონის ეზოს ცენტრში 1989 წელს გაჩნდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი იო მინგ პეი.

ლუვრი, დამთვალიერებლების რაოდენობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მუზეუმია. მაგალითად, 2018 წელს მისი ვიზიტორების რაოდენობამ 10 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, რაც რეკორდად მიიჩნევა.

პანდემიის დროს მუზეუმი რამდენჯერმე დაიკეტა. 2020 წელს ლუვრის ვიზიტორთა რაოდენობა 72%-ით შემცირდა.

მუზეუმები თუ მოგენატრათ ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^