Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანული მედიაჰოლდინგი ამერიკულ Politico-ს მილიარდ დოლარად ყიდულობს

26 აგვისტო, 2021 20:02

გერმანული Axel Springer-ის მიერ ამერიკული ჟურნალის Politico-ს ყიდვის შესახებ ინფორმაცია თავად მედიაჰოლდინგის პრესსამსახურმა გაავრცელა. გარიგების ღირებულება $1 მლრდს აღწევს.

ჟურნალის ევროპული სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „Axel Springer-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რობერტ ოლბრიტონთან [Capitol News Company-ის მფლობელი და დამფუძნებელი, რომლის საკუთრებაცაა ჟურნალი] ამერიკული საინფორმაციო კომპანიის Politico-ს და საინფორმაციო ვებგვერდის, Protocol-ის ყიდვის შესახებ. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიურ სიახლეებს აშუქებს“. გარდა ამისა, Axel Springer-ი იყიდის 2014 წელს Politico-სთან ერთად დაფუძნებული კომპანიის, Politico Europe-ის დარჩენილ 50%-ს. Politico Europe - ჟურნალის ევროპული განყოფილებაა.

„გარიგება დაიხურება 2021 წლის IV კვარტალში და ის მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა მოიწონონ“, - წერს Axel Springer-ი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რედაქციები Politico (ვაშინგტონი) და Politico Europe (ბრიუსელი) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

რაც შეეხება გარიგების ღირებულებას, თავად Axel Springer-ს და Politico-ს ის არ გაუსაჯაროებიათ, მაგრამ Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა, ბენ მულინმა Twitter-ზე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თანხა $1 მლრდს აღწევს. The Wall Street Journal-ი პირველი იყო, ვინც მაისში ამ შეთანხმების ირგვლივ არსებულ მოლაპარაკებებზე დაწერა.

გერმანული მედიაჰოლდინგი პირველად არ ყიდულობს საინფორმაციო საშუალებას ამერიკულ ბაზარზე. 2015 წელს Axel Springer-მა იყიდა Business Insider-ი, რომელმაც 2021 წელს საკუთარი სახელწოდება შეამცირა Insider Inc-მდე. 2020 წელს Axel Springer -მა შეიძინა ასევე Morning Brew Inc-ის საინფორმაციო ბიულეტენების გამომცემლის აქციების საკონტროლო პაკეტი.

Politico 2007 წელს დაფუძნდა და ამერიკული საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ წერს. ჟურნალის მასალების ნაწილი მხოლოდ ფასიანი გამოწერის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.

Axel Springer - გერმანიისა და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგია, გამოსცემს გერმანულ Bild-ს და Die Welt-ს. 2020 წელს მედიაჰოლდინგი 6,8 მლრდ ევროდ ($7,7 млрд). საინვესტიციო კომპანია KKR & Co-მ იყიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^