Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვერმეერის ცნობილი ტილოს რესტავრაციისას ნახატზე ანგელოზის ფრაგმენტი აღმოჩნდა

26 აგვისტო, 2021 23:25

დრეზდენში, ძველ ოსტატთა გალერეაში (Gemäldegalerie Alte Meister) ნამუშევარს რესტავრაცია რამდენიმე წლის განმავლობაში უკეთდებოდა. ის, რაც ნახატზე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, სრულად ცვლის XVII საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის იან ვერმეერის ცნობილი ნამუშევრის შესახებ წარმოდგენას. ნახატზე „გოგო, რომელიც ღია ფანჯარასთან წერილს კითხულობს“ დაფარული აღმოჩნდა მთელი ფრაგმენტი, რომელიც შიშველ ანგელოზს ასახავდა.

რესტავრატორებმა იცოდნენ, რომ ნამუშევარზე რომაული სიყვარულის ღმერთის გამოსახულება არსებობდა 1979 წლის რენტგენული ფოტოს შემდეგ, მაგრამ მიაჩნდათ, რომ ვერმეერმა ნახატი თავად შეცვალა. მხოლოდ მას შემდეგ რაც 2017 წელს ნამუშევარს ანალიზი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაუტარეს, ცხადი გახდა, რომ ანგელოზი მხატვრის გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ დაიფარა, თუმცა უცნობია ვინ და როდის გადახატა ის.

რესტავრაციის დროს ასეთი მკვეთრი ცვლილების აღმოჩენა, ძალიან იშვიათი ფაქტია. სტანდარტული პროცესი მარტივი გასუფთავებისა და შეკეთებისაგან შედგება. რესტავრაციის პროცესი ვიდეოზეც ასახულია.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი გამოცანაა, რომელიც ამ ნამუშევარს უკავშირდება. „გოგო, რომელიც ღია ფანჯარასთან წერილს კითხულობს“ დაახლოებით 1657-59 წლებს შორის შეიქმნა. მას შემდეგ ნამუშევარს ჯერ რემბრანდტს მიაწერდნენ, მოგვიანებით კი პიტერ დე ჰოხს. გაურკვევლობა 1880 წლამდე გაგრძელდა.

მსგავსი ფრაგმენტი ვერმეერის სხვა ნამუშევარშიც გვხდება. ტილოზე „Lady Standing at a Virginal“ ანგელოზი ნახატის ნახატზეა გამოსახული.

საუკუნეების განმავლობაში პირველად „გოგონა, რომელიც ღია ფანჯარასთან წერილს კითხულობს” დამთვალიერებლის წინაშე თავისი თავდაპირველი სახით წარდგება გამოფენაზე, რომელიც დრეზდენის მუზეუმში 2021 წლის 10 სექტემბერს გაიხსნება და 2022 წლის 2 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^