Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Windows 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

01 სექტემბერი, 2021 14:50

კომპანიის ინფორმაციით, Microsoft-ის ახალი სოპერაციო სისტემა - 5 ოქტომბერს გამოვა. წინა ვერსია - Windows 10, 2015 წელს გამოვიდა. ორი საოპერაციო სისტემის (ОS) გამოსვლას შორის 6-წლიანი პაუზა, ყველაზე ხანგრძლივია Windows-ის არსებობის ისტორიაში.

5 ოქტომბრიდან ახალი OS-ი ხელმისაწვდომი იქნება ახალ კომპიუტერებზე, წინასწარ ჩატვირთული სოფტით. გარდა ამისა, ამ თარიღის შემდეგ უფასო განახლების შესაძლებლობაზე შეტყობინებებს მიიღებენ კომპიუტერების მომხმარებლები, რომლებსაც Windows 10 აქვთ. Microsoft-ში აცხადებენ, რომ პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და Windows 10-ის ყველა მფლობელი ახალ საოპერაციო სისტემაზე გადასვლას 2022 წლის შუა თვეებისთვის შეძლებს.

ამა წლის ივნისში კომპანიამ Windows 11 წარადგინა. ახალ საოპერაციო სისტემას აქვს Android-ის აპლიკაციების მხარდაჭერა და ახალი დიზაინი, რომელიც iOS 7-ს მოგაგონებთ.

OS-ის ახალი ვერსია პლანშეტებზეც იმუშავებს. ამასთანავე, თავად Microsoft-მა საოპერაციო სისტემის ამ ახალ ვერსიას უწოდა „საუკეთესო Windows-ი თამაშებისათვის“ (მასში სერვისი  xCloud-ია ჩაშენებული).

Windows 11-ზე გადასვლა უფასოა, მხოლოდ იმ პირობით, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Windows 10-ით.

Windows 11-ით მუშაობისათვის საჭირო იქნება კოპიუტერი რომელსაც აქვს ოპერატიული მეხსიერება 4 GB და DirectX 12-ის მხარდამჭერი ვიდეობარათი.

Windows 10-ის მხარდაჭერა 2025 წლის 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^