Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სირტაკის მუსიკის ავტორი მიკის თეოდორაკისი გარდაიცვალა

02 სექტემბერი, 2021 14:38

ბერძენი კომპოზიტორი მიკის თეოდორაკისი 96 წლისა გარდაიცვალა.

თეოდორაკისი იყო სიმფონიების, კამერული ნაწარმოებების, ოპერების, ორატორიების, კინოს, თეატრისა და ბალეტის მუსიკის ავტორი. სწორედ მან დაწერა მუსიკა ცეკვისათვის „სირტაკი“, რომელიც პირველად აჩვენეს 1964 წელს, მიხალის კაკოიანისის ფილმში „ბერძენი ზორბა“ („Zorba The Greek“).

მეორე მსოფლიო ომის დროს თეოდორაკისი წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. 1943 წელს ის იტალიელმა ფაშისტებმა დააპატიმრეს და აწამებდნენ, მაგრამ თეოდორაკისმა გაქცევა შეძლო. 1947 წელს, სამოქალაქო ომის დროს საბერძნეთში, ის კუნძულ იკარიაზე გადაასახლეს, ერთი წლის შემდეგ კი - კუნძულ მაკრონისოსზე საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც 1949 წელს გათავისუფლდა.

1967 წელს, საბერძნეთში სამხედრო დიქტატურის დამყარების შემდეგ, თეოდორაკისი იატაქვეშელთა მოძრაობას შეუერთდა, რის გამოც ქვეყანაში მისი მუსიკა აიკრძალა, ხოლო თავად კომპოზიტორი დააპატიმრეს. ის გადასახლებაშიც იყო და საკონცენტრაციო ბანაკშიც და მხოლოდ 1970 წელს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მის დასაცავად კულტურის ცნობილი მოღვაწეები გამოვიდნენ, მათ შორის დირჟორი ლეონარდ ბერნსტაინი, კომპოზიტორი დიმიტრი შესტოკოვიჩი, დრამატურგი - არტურ მილერი.

1980-1990-იან წლებში თეოდორაკისი რამდენჯერმე აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის წევრად და დაახლოებით ორ წელიწადს იმუშავა მინისტრად, რის შემდეგაც პენსიაზე გავიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^