Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Apple-ი წიგნების, კინოს, მუსიკის აპლიკაციებს 30%-იანი საკომისიოთი აღარ დაბეგრავს

02 სექტემბერი, 2021 16:59

კომპანიამ განაცხადა, რომ 2022 წელს შეცვლის აპლიკაციების მაღაზიის, App Store-ის პოლიტიკას და ზოგიერთ აპლიკაციას, როგორებიცაა Netflix და Spotify, მისცემს უფლებას არ გადაიხადონ მომხმარებლების გადასახადიდან 30%-იანი საკომისიო.

სიახლე შეეხება ასევე ეგრეთ წოდებულ საკითხავ აპლიკაციებს, რომლებიც საშუალებას გაძლევს შეძენილი კონტენტი წაიკითხო, მოისმინო და ნახო, ასევე გამოიწერო ელექტრონული ვერსიები ჟურნალების, წიგნების და გაზეთების, გამოიწერო ვიდეო და მუსიკა.

Apple საშუალებას მისცემს შემქნელებს აპალიკაციებში დაამატონ ბმულები საკუთარ ვებგვერდებზე, სადაც მომხმარებლები შეძლებენ „ექაუნთის“ მართვას და გადახდას. ახლა ასეთმა აპლიკაციებმა უნდა გამოიყენონ App Store-ის შესყიდვების სისტემა, რომლის საშუალებითაც Apple აპლიკაციების შიგნით ჩამოტვირთვებისა და გამოწერებისგან 30%-იან საკომისიოს იღებს.

Apple-მა გადაწყვეტილება იაპონიის სამართლიანი ვაჭრობის კომისიასთან დიდი ხნის დავის გამო მიიღო. კომპანიამ შესაბამისი შეთანხმება გააფორმა იაპონურ რეგულატორთან, მაგრამ გადაწყვიტა სიახლე გლობალურ დონეზეც გაავრცელოს.

App Store-ის პოლიტიკის ცვლილება არ გავრცელდება თამაშებზე - მობილური აპლიკაციების ყველაზე შემოსავლიან სეგმენტზე.

მანამდე აპლიკაციების შემქმნელები აკრიტიკებდნენ Apple-ს ამ 30%-იანი საკომისიოს გამო. 2020 წლის სექტემბერში, აპლიკაციების რამდენიმე მსხვილი შემქმნელი - Epic Games, Spotify, Deezer, Tinder, ProtonMail - გაერთიანდნენ კოალიციაში „აპლიკაციების სამართლიანობისთვის“, Apple-ის საკომისიო პოლიტიკასთან საბრძოლველად.

2021 წლის 1 იანვარს, Apple-მა შეამცირა App Store-ის საკომისიო 30%-დან 15%-მდე იმ კომპანიებისათვის, ვინც აპლიკაციების მაღაზიაში მილიონ დოლარზე ნაკლები გამოიმუშავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^