Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების უახლესი რეიტინგი გამოქვეყნდა

02 სექტემბერი, 2021 17:14

ბრიტანულმა ჟურნალმა Times Higher Education მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მე-18 რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში 99 ქვეყნისა და რეგიონის 1662 უმაღლესი სასწავლებელი შედის.

ზედიზედ უკვე მეექვსედ, პირველ ადგილზე ოქსფორდის უნივერსიტეტია. მეორე ადგილს ინაწილებენ - კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი. მათ შემდეგ არიან სტენფორდი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, პრინსტონი, ბერკლის კალიფორნიული უნივერსიტეტი, იელი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი.

Times Higher Education-ი რეიტინგი ყალიბდება 13 ინდიკატორის მიხედვით. ისინი ნაწილდება 5 ჯგუფად, რომლებიც უნივერსიტეტების სამუშაოს ძირითად მიმართულებებს შეესაბამება. გათვალისწინებულია სამეცნიერო სტატიების ციტირების სიხშირე, წვლილი ინოვაციებში, შემოსავლები კვლევითი საქმიანობიდან, სწავლების ხარისხი, უნივერსიტეტის შესაძლებლობა მიიზიდოს საუკეთესო თანამშრომლები და უცხოელი სტუდენტები. 

რეიტინგს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^