Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

11 სექტემბერი, 2021 18:32

„La voce della luna“ („მთვარის ხმა“) 1990

ფედერიკო ფელინის უკანასკნელი ფილმი. აბდა-უბდა, ლირიკული იგავი შეყვარებული მთვარეულის შესახებ, რომლის როლსაც რობერტო ბენინი ასრულებს.

ტრეილერი

„New Order“ („ახალი წესრიგი“) 2020

მექსიკელი რეჟისორის, მიშელ ფრანკოს საშიში ანტიუტოპია სამხედრო გადატრიალების შესახებ, რომლის დაჯერებაც იოლია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალი ამბები დაეწია კინოს და არა პირიქით. ფილმის მთავარი თემაა პოლარიზება, რომლის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს.

ტრეილერი

„Mainstream“ („მეინსტრიმი“) 2020

ფრენსის ფორდ კოპოლას შვილიშვილის, ჯია კოპოლას არათანაბარი ამბიციური სატირა ვიდეობლოგერობის ბრწყინვალებასა და სიღატაკეზე. მაია ჰოუკის გმირი ემოჯებს აღებინებს!  

ტრეილერი

წინა კვირის კინორეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^