Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედვედევი მიუნჰენში ვერ მიდის

22 ოქტომბერი, 2010 15:51

 

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებისთვის მიძღვნილ მიუნჰენის ყოველწლიურ კონფერენციაზე არ წავა.  2011 წლის თებერვალში დაგეგმილ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი მის ოფიციალურ თავჯმდომარეს - ვოლფგანგ იშინგერს ჰყავდა მიწვეული.

 

კრემლში მედვედევის მიუნჰენში წაუსვლელობა მის გადატვირთულ გრაფიკს დააბრალეს.

რუსულ გამოცემა „კომერსანტთან" კი დიპლომატიური წყაროები სხვა მიზეზებზე საუბრობენ: როგორც ცნობილია, ფორუმის ძირითადი თემა კავკასიაში არსებული სიტუაცია იქნება და სტუმრებს შორის საქართველოს პრეზიდენტიც უნდა იყოს.

ამის გამო, მედვედევი ორი დღის წინ, მიუნჰენისთვის მომზადებული სიტყვით საგარეო პოლიტიკის შესახებ, კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოსკოვში წარსდგა. ეს გამოსვლა ძირეულად განსხვავდებოდა სამი წლის წინ მიუნჰენის ფორუმზე გამოსული პუტინის სიტყვებისაგან.

მედვედევი გამოსვლისას მოუწოდებდა, დაიმსხვრეს სტერეოტიპები ნატო-ს აგრესიულობისა და რუსეთში შეუძლებელი დემოკრატიის შესახებ. ამავე სიტყვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის დამოკიდებულება ევროპის მიმართ იცვლება და ქვეყნის „საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ვექტორი" ახლა ევროატლანტიკური მიმართულებაა.

თავის დროზე ყველას დაამახსოვრდა, 2007 წელს, პუტინის მიუნჰენში გამოსვლა, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ჯერ აშშ, იმისათვის, რომ ისინი მთელს მსოფლიოს ახვევენ თავს თავიანთ სურვილებს და რუსეთს კი დემოკრატიას ასწავლიან. შემდეგ კი პუტინისგან ნატო-საც „მოხვდა".

მიუნჰენის კონფერენცია, დიდი ხანია იქცა ტრიბუნად  სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და დიპლომატი მაღალჩინოსნებისათვის, რომლებიც ამ ადგილას უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობენ.

რუსეთი და დასავლეთი საჯაროდ სწორედ მიუნჰენში არკვევენ დროდადრო ურთიერთობებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^