Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეწყალების კომისია 1 400 პატიმრის საქმეს განიხილავს

19 ნოემბერი, 2012 15:23

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისია დღეს ძველი შემადგენლობით შეიკრიბა. ამის შესახებ კომისიის თავჯდომარემ, ელენე თევდორაძემ განაცხადა. თუმცა, კომისიას 15 წევრი ჰყავს და ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს სხდომის დღევანდელ მუშაობაში   მონაწილეობას.

მისი თქმით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება ახალი წლიდან შეიცვლება.  პატიმართა მორიგი შეწყალება 23 ნოემბერს იგეგმება.

ელენე თევდორაძის ცნობით, შეწყალების კომისია დღეს 1 400 პატიმრის საქმეს განიხილავს. მათი ნაწილი კომისიას საპატრიარქომ გადასცა. თუმცა, თევდორაძის თქმით, საპატრიარქოს სიას კომისია დროის უქონლობის გამო სრულად ვერ განიხილავს.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, დღეს ყველა ტიპის მსჯავრდებულების საქმე განიხილება. მისი თქმით, უცნობია, რამდენ პატიმარს შეიძლება შეეხოს შეწყალება. იმისთვის, რომ პატიმარს შეწყალება შეეხოს, მათ სასჯელის ნახევარი უნდა ჰქონდეთ მოხდილი და დადებითად ხასიათდებოდეს.

თევდორაძის ცნობით, სხვა პატიმრებთან ერთად დღეს 80 ქალი და 3 არასრულწლოვანი პატიმრის საქმე განიხილება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^