Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე დაინიშნა

08 თებერვალი, 2013 0:16

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წარუდგინა.

ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ამ დრომდე ეკა ქავთარაძე იკავებდა, რომელიც ცენტრს ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ამირან გამყრელიძის ბიოგრაფია

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მუ­შა­ობ­და იმუ­ნო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში, არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტ­რი 2001-2004 წლებ­ში. მა­ნამ­დე, 4 წლის მან­ძილ­ზე, მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოს­ტ­ზე. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვ­ლის შემ­დეგ მან თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

1995-1997 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მარ­თ­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. იყო თსსუს კლი­ნი­კუ­რი და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. დი­ა­ბე­ტი­ან ბავ­შ­ვ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ამი­რან გამ­ყ­რე­ლი­ძე ასო­ცი­ა­ცი­ის ოქ­როს მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^