Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

H1N1 ტიპის ვირუსის გრიპის შემთხვევები მარტის შუა რიცხვებიდან დაიკლებს

13 თებერვალი, 2013 15:38

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ გრიპის H1N1 ტიპის ვირუსის გავრცელების ტენდენცია ჯერ კიდევ შეინიშნება.

“სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ყოველკვირეული ინფორმაციით, ამ დროისთვის ყოველ 1000 მოქალაქეს შორის 300 გრიპის ვირუსის მატარებელია. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური მატება, რომელიც ზამთრის პერიოდში დამახასიათებელია" - აღნიშნა ზახაშვილმა.

მისივე განცხადებით, ასეთი ტიპის ვირუსს ყოფილი პანდემიური დაავადებები იწვევს და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ გასტანს.

ექიმი-ინფექციონისტები გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წელს ღორის გრიპით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, 67 პაციენტს აღნიშნული გრიპი დაუდგინდა, ხოლო 6 პაციენტს - B ტიპის გრიპი.

"მთვარი რეკომენდაციაა, გრიპის სეზონური ვაქცინა, რომელიც პოლილინიკებშია ხელმისაწვდომი. სასურველია, რომ ყველამ გაიკეთოს, მაგრამ განსაკუთრებით რეკომენდებული ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, დიაბეტიანი პაციენტებისთვის, მცირეწლოვნებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ორსულებისთვისაა"- აღნიშნა ზახაშვილმა.

გარდა ამისა, გრიპით დაავადებული ადამიანის ოთახი ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაავადებულმა ნიღაბი გამოიყენოს და ხელები ხშირად დაიბანოს.

გრიპის შემთხვევები კლებას მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^