Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქველმოქმედება საქართველოში

02 ივლისი, 2013 18:56

CRRC „კავკასიის ბარომეტრი 2012-ის“ თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 55%-მა განაცხადა, რომ გასული 6 თვის განმავლობაში ან თანხა გაიღო ქველმოქმედებისთვის, ან ფული შესწირა ეკლესიას/მეჩეთს. პირობითად, ამ ჯგუფს ქველმოქმედებად მოვიხსენიებთ, დანარჩენ 45%-ს კი – არაქველმოქმედებად.

აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედები არაქველმოქმედებთან შედარებით, მეტად ენდობიან ადამიანებს. ქველმოქმედთა 42% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც შემიძლია სრულად ვენდო". მათგან განსხვავებით, არაქველმოქმედთა შორის იგივე აზრისაა გაცილებით ნაკლები - 29%. აგრეთვე, არაქველმოქმედთა მხოლოდ მესამედი (32%) სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, ვისი იმედიც შემიძლია მქონდეს გასაჭირში", ქველმოქმედთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 14 პუნქტით იზრდება და 46%-ს უტოლდება.

გარდა ამისა, ქველმოქმედებს გაჭირვების დროს ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლების  დახმარების მეტი მოლოდინი აქვთ. ავად გახდომის შემთხვევაში, ქველმოქმედთა 39% მოელის, რომ მეგობრები, მეზობლები და ნათესავები მოუვლიან - ანალოგიურ სიტუაციაში არაქველმოქმედთა 28%-ს აქვს ახლობლების დახმარების იმედი;  მაშინ, როდესაც ქველმოქმედთა 40%-ისთვის სავსებით მოსალოდნელია, რომ ახლობლები მათ ორი კვირით ფულს ასესხებენ, არაქველმოქმედთა მხოლოდ მეოთხედი (25%) ამჟღავნებს მსგავს მოლოდინს (იხ. დიაგრამა).

 

CRRCბლოგი ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ:http://blog.crrc.ge/2013/06/blog-post.html.

 

„კავკასიისბარომეტრი“ არისკავკასიისკვლევითირესურსებისცენტრის (CRRC) ყოველწლიურიგამოკითხვა, რომელიცტარდებასაქართველოში, სომხეთსადააზერბაიჯანში. 2012 წლისგამოკითხვაჩატარდაოქტომბრისბოლოს–ნოემბრისდასაწყისში. საქართველოშიგამოკითხულიიქნა 2502 რესპონდენტიქვეყნისყველარეგიონში. შედეგებიწარმომადგენლობითიასაქართველოსმოსახლეობისთვის.შედეგები შეწონილია.ცენტრისკვლევებისშედეგებიხელმისაწვდომიასაიტზეwww.crrc.ge/oda

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^