პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურების ნუსხა შევიდა.
პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენის შესახებ დავით ბაქრაძემ განაცხადა და ოპოზიციას საერთო კანდიდატებზე შეჯერებისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მის სახელზე საკანონმდებლო ორგანოში წერილი შევიდა, რომელსაც ხელს აწერს რამდენიმე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი („კონსერვატორები", „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", „ხალხის პარტია", „საქართველოს გზა" და „ქალთა პარტია"), რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, მონაწილეობა მიიღონ საბჭოს დაკომპლექტების პროცესში. მისი თქმით, ამ პარტიებს სურთ, მხარი დაუჭირონ არასამთავრობო სექტორისა და „მედია კლუბის" მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, და თუ საპარლამენტო უმცირესობა უარს არ იტყვის თავისი წარმომადგენლების დანიშვნაზე, მაშინ არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის შვიდიდან ხუთი კვოტის დათმობას მოითხოვს და ხუთივე ადგილზე "მედია კლუბის" კანდიდატურებს უჭერს მხარს.
შემდეგი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პარლამენტში წარიმართება.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება