Skip to content

ავტორიზაცია

სამეურვეო საბჭოს წევრები აირჩიეს


პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩიეს.

15-წევრიან საბჭოში შვიდი ვაკანსია შეივსო. არჩეულ კანდიდატებს შორის "მედია კლუბის" სამი წევრი მოხვდა: ნინო დანელია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი და მედია მკვლევარი, ლიკა ჩახუნაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი და "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.

"მედია კლუბის" კანდიდატების გარდა, საბჭოს წევრები გახდნენ ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილი ნოდარ სარჯველაძე, დროებით უმუშევარი ემზარ გოგუაძე, "რუსთავი 2"-ის ყოფილი წამყვანი გიგა ნასარიძე და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ერთ-ერთი სამმართველოს კონსულტანტი ავთანდილ ანთიძე.

პრეზიდენტმა სულ 21 კანდიდატი წარადგინა. ისინი თითო ვაკანსიისთვის სამეულებად იყვნენ დაჯგუფებული. კენჭი ყველა კანდიდატს სათითაოდ ეყარა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.