Skip to content

ავტორიზაცია

"ვარსკვლავების აკადემიის" შენობის საქმე გრძელდება


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახმა 18 დეკემბერს, გამოძიების თავიდან წარმოების მოთხოვნით,  პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ადვოკატები მერაბ ჩიქოვანი და გაგი მოსიაშვილი განმარტავენ, რომ საქმეში არის დანაშაულის ნიშნები, რომელიც კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. "სასამართლო სხდომაზე კი არ მოგვეცა საშუალება, მსჯელობა ყოფილიყო ჩვენ მიერ წარდგენილ შუამდგომლობებზე. გამოძიების მიერ დაშვებული კანონდარღვევების გამო, მთავარ პროკურორს გამოძიების თავიდან დაწყებას ვთხოვთ", - ამბობს მერაბ ჩიქოვანი.

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის სასამართლო განხილვა 12 ოქტომბერს საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ბრალდებულს, სამშენებლო კომპანია "არტ-იქსის" სამუშაოთა მწარმოებელს, დავით გვასალიას 2 წლის ვადით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ფულადი ჯარიმის გარეშე. დაღუპულის ოჯახის და მათი ადვოკატების განცხადებით, გამოძიებამ გააკეთა ყველაფერი, რათა "არტ-იქსის" და "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელებისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა. მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ სამშენებლო კომპანიის მფლობელთა და მმართველთა შორის დავით კეზერაშვილის მეუღლე და გიგა ბოკერიას ცოლის და არიან.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.