Skip to content

ავტორიზაცია

Ю-ს ქართველი მხარდამჭერები

იანვარი 21, 2010 სოფო ჭაავა

"ძალიან ხშირად ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილთან და არ ვიცი, როდის რა საუბარი მქონდა", ასე უპასუხა პარლამენტარმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის მედიაში გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერის აუთენტურობაზე ჰკითხა. შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს არაოფიციალური დესპანი უკრაინაში, გამორჩეული დიქციის მქონე ორი საჯარო პირი  საუბარში  თითქმის ყველამ ამოიცნო.

კარგად მახსოვს, როგორია საკუთარ სატელეფონო საუბარს ტელევიზიით უსმინო- თანაც, ისეთს, შენ თვითონაც რომ  აღარ გახსოვს. ან რატომ უნდა გახსოვდეს უმნიშვნელო ლაპარაკი, რომელშიც  მეგობარს სამსახურის წინა დღის ამბებს უყვები.  ტელევიზორში საკუთარი ხმა ყველაზე  უსიამოვნოდ გეჩვენება მთელს მსოფლიოში.  აკვირდები დეტალებს - მართლა ვხმარობ ამდენ არასაჭირო სიტყვას? "ხოდა", "მოკლედ", "ხომ გესმის"... წარმოიდგენ იმ ადამიანებს, რომელთაც საუბარში ახსენებ - როგორ უყურებენ ახლა ტელევიზორს და აღშფოთებულები ამბობენ - "არ იცოდა, რომ ყველას უსმენენ? რატომ ლაპარაკობს ამას ტელეფონში?"

არ მგონია, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტარ თარგამაძეს მათ საუბარში არც თუ დიდი პატივისცემით მოხსენიებული თამაზ გაიაშვილისგან ან იულია ტიმოშენკოსგან მოესმინათ მსგავსი უკმაყოფილება. არც იმას ვფიქრობ, რომ საუბრის რომელიმე მონაწილემ დიდად განიცადა ის, რომ რომელიღაც უკრაინულ ვებგვერდზე და კიდევ "მარგინალურ მაესტროზე" მათი ლაპარაკის მოსმენა შეიძლება. სამაგიეროდ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ საუბარს ვერასოდეს მოისმენს, რადგან ჩემი საუბრისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილის ტელეფონის ფარული მოსმენა ამორალური საქციელია და მის ტირაჟირებაზე ყველა ნაციონალურმა ტელეარხმა უარი თქვა.

თუმცა, უკვალოდ ალბათ არც ერთი ამ ჩანაწერის გამოქვეყნება არ ჩაივლის - ჩემი სატელეფონო საუბარი ერთერთი საბაბი იყო, რომელითაც   ხელისუფლებამ ტელეკომპანია "იმედის" ძალადობრივი დახურვა  გაამართლა. ვანო მერაბიშვილის და გივი თარგამაძის საუბარი კი ალბათ არაერთი უკრაინელისთვის გახდება საბაბი, ხმა აღარ მისცეს კანდიდატს, რომელსაც ამ მამაკაცების დახმარება სჭირდება საკუთარი გამარჯვებისთვის.

კომენტარები

nini (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 15:29:02

სოფო, შენ კარგი გოგო ხარ!!! როგორც ცხოვრებაში, ისე უწყინარ სატელეფონო საუბრებში:)

miro (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 15:56:28

meechveba am satelefono saubarma gavlena iqonio iulias mxardamcherebze.. sheizleba vcdebode.. amazrzeni kia ise es yvelaferi!!

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 16:23:07

ra ginda, me magas rustavi2ze vuyure? ise ra debilebi arian, mishas chanaceri ro gamoqveynda ver iscavles chkua? targamadze magari shpionia:)))

Sopo Chaava (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 19:27:51

რამდენიმე შენიშნვა (საკუთარ თავს): როგორც დღეს შემისწორეს, ”იმედზე” და ”რუსთავი-2”ზე მერაბიშვილი-თარგამაძის ჩანაწერი აჩვენეს. შეცდომაში იმან შემიყვანა, რომ მე ამ მასალებს არხის მთავარი საინფორმაციოს პირველ ბლოკში ველოდი და ვერ ვნახე. აღმოჩნდა, რომ ამ თემაზე გადაცემის 26-ე (”ქრონიკა) და 33-ე (”კურიერი”) წუთზე ისაუბრეს.

maia tsiklauri (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 10:37:10

chanacaerebi ki achvenes magram ras laparakobdnen chanacerebshi, mgoni veravin gaigo. magalitad, dedachemma ver gaigo da "meti sakme ar aqvto" - mxolod es tqva. mec manamde rom ar momesmina srulad, verafers gavigebdi.

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 12:47:31

მათი ლაპარაკი რომ ვერავინ გაიგო, მიზეზი მხოლოდ არასრული ჩანაწერიააააა?! :))))))))

Leni (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 13:01:48

Lela უამრავი მეთოდი არსებობს, აუდიო შეგიძლია ისე დაამუშავო, რომ ყველაფერი ჩანაწერის ხარისხს დაბრალდეს, მაგალითად "შუმების" დამატება, ტემბრის შეცვლა აჩქარება, ან შენელება მოკლედ არც მწვადი დაუწვავთ და არც შამფური :) თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ეტალონებიც არიან, და რა მოხდა თუ "ცუდი ჩანაწერის" გამო საუბრის არსი ვერავინ გაიგო ?!

maia tsiklauri (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 13:05:08

araferi, ubralod sheedzlot moesminat jurnalistebs kargad tavidan bolomde da etkvat mayureblistvis raze iyo laparaki. aseve sheedzlot saubari titrebit daecerat kadrze, rogorc amas Sss-s mier mopovebul chanacerebze aketeben xolme. me mgoni, dzalian rtuli ar aris maximum 1 saati schirdeba.

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 13:13:31

აი აქ კი– ჩემი ირონია ვერ გაიგეს...:))))))

nicholas (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 19:08:29

რა დრო დადგა რო ვანოს ლაპარაკი დადო ვიღაცამ საჯაროდ :D რათქმაუნდა ეს სკანდალი ან სკანდალები მოახდენს გავლენას ტიმოშენკოს მხარდამჭერებზე

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.