Skip to content

ავტორიზაცია

მერის წერილი

იანვარი 27, 2010 ნინო ლომაძე

- ორი დღის წინ ქალაქკომიდან მოგვიტანეს წერილი,  ნახე ერთი რას გვწერენ - ეუბნება  ჩემი ოჯახის ერთი პენსიონერი  წევრი მეორეს.  ეს "ქალაქკომი" უცნაურად  მომხვდა ყურში. წერილი თბილისის  მერისგან იყო. კონვერტში, მერის ემოციურ წერილთან ერთად, პენსიონერების ფოტოდართული პლასტიკური ბარათი იდო - "მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის სახელობითი ბარათი". ახალი წლიდან თბილისელი პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის მხოლოდ  ნახევარს გადაიხდიან. მერის წერილი  კიდევ უფრო ყურადღებით წავიკითხეთ და ვნახეთ, რომ ახალი წლის ბიუჯეტში მედიკამენტების შესაძენად პენსიონერები დამატებით 20 ლარს მიიღებენ, 10 ლარი კი უშუალოდ პენსიას დაემატება.

მამაჩემმა  წერილი მაგიდაზე ცივად დადო და თქვა: "არაფერი შეცვლილა. რას ვიფიქრებდი,  ეს 20 წელი ასე უკვალოდ თუ ჩაივლიდა."

ჩემი ოჯახის უფროსი თაობა, კომუნისტური პარტიის წევრები და საშუალო რანგის ჩინოვნიკები იყვნენ. ისინი, ვისაც განაჩენი უკვე გამოვუტანეთ და ვუთხარით, რომ ცვლილებების და პროგრესის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი - "კომუნისტური გადმონაშთები" არიან. დავარწმუნეთ, რომ მათ წარსულის შეფასება, ორიენტაციის შეცვლა და ცვლილებებთან ადაპტაცია არ შეუძლიათ. როდესაც ახალი ხელისუფლება მათ კომუნისტების მიერ დარიგებულ წვრილმან პრივილეგიებს ართმევდა, არწმუნებდა, რომ ამას მათი ღირსების დასაცავად აკეთებდა, რომ ეს შეღავათები სინამდვილეში ხალხს მხოლოდ ამცირებს,  "რეფორმატორ მთავრობას" კი ელექტორატის გულის მოსაგებად  ერთჯერადი დივიდენტები არ სჭირდება.

მგონია, რომ თავის დროზე  მამაჩემმა ჩვენი შეფასებების გამო  წყენა ამ არგუმენტით გადალახა და რაც არ უნდა ბანალურად გეჩვენოთ, ჩემი და ჩემი შვილების მომავლისთვის, ახალ რეალობასთან  ადაპტაცია დაიწყო. 2010 წლის 23 იანვარს კი "რეფორმატორი" ხელისუფლებისგან  "მე მიყვარს თბილისის" წითელი გულით აი, ეს წერილი მიიღო. მივხვდი "ქალაქკომი" რატომაც გაახსენდა .

მერის წერილი

კომენტარები

Nino Lomadzis Fani (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 11:35:22

ძალიან კარგია! გადასარევი, შეიძლება ითქვას!

Stephen Jobs (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 15:08:19

მართლაც ძალიან კარგი (ყოველგვარი ირონიის გარეშე)! ჩემებსაც მოუვიდათ და ესიამოვნათ კიდეც!

GiGi (შეუმოწმებელი), იანვარი 29, 2010, 16:12:20

sulita da gulit, minda gcamdet, tkveni sibrZne da gamocdileba... meqsikuri seriali, ra;))) vtiri

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 29, 2010, 18:21:09

amgvari cerili unamusobaa mas shemdeg rac pensionrebs da "zvel" xalxs tavs daatexes tundac sheuracxkofis saxit. ise cerili moigebda, boloshi rom miematebinat : PS. batono Vakhtang, xma momeci raaaaaa.

abragi (შეუმოწმებელი), იანვარი 31, 2010, 19:10:24

ra ubedurebaa, ras nishnavs "Lomazes blogi"??? nu amaxinjebt am kartul enas, ar sheizleba? Lomazes blogi ki ara, Lomazis blogi!

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 31, 2010, 19:57:56

მერის წერილი დაუდევრადაა შედგენილი და ამიტომ არასრულია. კერძოდ, ბოლოში უნდა ეწეროს: "ნახვამდის მათხოვარო", ან "მშვიდობით მათხოვარო".

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 17:34:23

ki, namdvilad, vetanxmebi cina stumars!

გიორგი (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 18:13:01

რა მეცოდებით ბოლო ხუთი დამპოსტველი, მინდა დაგცინოთ მაგრამ როგორ , ეს რა ჩაუდენია უგულავას პენსია 10 ლარით(ანუ 10%) გაუზრდია და ტრანსპორტზე ფასები გაუნახევრებია და ეს ყველაფერი სახლში როგორ გაბედა და მიართვა ხო. არ უნდა დაგცინოთ ამის შენდეგ თქვე უბადრუკებო

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 18:37:26

ბატონო გიორგი.1. "დამპოსტველი" შენ თვითონ ხარ; 2. პროცენტის გამოთვლა არ იცი; 3. "ხო" რა ჯანდაბაა? 4. საშუალო განათლების ატესტატი სად იყიდე?

გიორგი (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 19:48:00

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 18:37:26 1 ვინ არის შენი სიმპათიური ისე გამოგივიდა :))) 2 პენსია თავის სტაჯის დანამატებით 90 ლარიდან 105 ლარამდე მერყეობს და თუ საშუალოდ 100 ლარს ავიღებთ 10 პროცენტია აბა რა ,,ჯანდაბაა" :))) 3. ხოს რაც შეეხება, ხო ხო არის :))) 4. საშუალო განათლების ატესტატს მემგონი შენ გაქვს ნაყიდი

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.