როცა უსახლკარო ძაღლების არაჰუმანური გზებით დაჭერისა და მოკვლის თემაზე ვმუშაობდი, იმედი მქონდა, რომ ეს პრობლემა 2009 წლის 31 დეკემბრის შემდეგ მაინც გადაწყდებოდა - ამ დღეს "პირველ ვეტერინარულ კლინიკას" ტენდერის ვადა ეწურებოდა. მერიაშიც მითხრეს, რომ ერთი სული აქვთ ეს როდის მოხდება. ამ თემით დაინტერესებული ორგანიზაციებიც და ადამიანებიც მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ეს დღეც მოვიდა, თუმცა, მაინც არაფერი შეცვლილა.
პირველ ვეტერინარულ კლინიკას ტენდერით გათვალისწინებული ვადა მართლაც ამოეწურა და მერიამ ახალი ტენდერი უკვე ორჯერ გამოაცხადა, რომელიც ორივეჯერ ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ამიტომ, მერიამ ერთთვიანი კონტრაქტი ისევ "პირველ ვეტერინარულ კლინიკასთან" გააფორმა, რომელიც ძაღლების დაჭერის და მოკვდინების ყველაზე არაჰუმანურ გზებს მიმართავს.
ტენდერში მონაწილეთა არ არსებობა აჩენს საფრთხეს, რომ მომავალშიც უსახლკარო ძაღლებს ისევ პირველი ვეტერინარული კლინიკა დაიჭერს და დახოცავს. მარტივად, ერთთვიანი კონტრაქტი რამდენიმეწლიან კონტრაქატად გადაიქცევა და უბრალოდ, ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან აცილების მიზნით, კლინიკა სახელს შეიცვლის და სხვა შპს - ს სახელით დარეგისტრირდება. მერიასაც დაინტერესებული საზოგადოებისა და ძაღლების უფლებათა დაცმველი ორგანიზაციების მიმართ მყარი არგუმენტი ექნება, რომ ტენდერში მონაწილეობის მსურველი არავინ იყო. თუმცა, მანამდე, სანამ ტენდერი მესამედაც გამოცხადდება, უსახლკარო ძაღლების არაჰუმანურად დახოცვა კიდევ მინიმუმ ერთ თვეს გაგრძელდება.
თუ გაინტერესებთ, როგორ იჭერს და კლავს "პირველი ვეტერინარულ კლინიკა" ძაღლებს, წაიკითხეთ აქ
რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის ინიციატივა რეგიონული ტელეკომპანიების ფინანსური ამნისტიის შესახებ? |
|
|
სამაუწყებლო კომპანია "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი
|
|
|
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე
|
|
კომენტარები
Dv0rsky (dguri.com) (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 22:43:38
ახალი კომენტარის გამოქვეყნება