Skip to content

ავტორიზაცია

უვიზო რეჟიმი ცხინვალსა და მოსკოვს შორის


მოსკოვმა და ცხინვალმა ოფიციალური შეთანხმება გააფორმეს. მარტის დასაწყისიდან სამხრეთი ოსეთის მოსახლეობას რუსეთში შესასვლელად ვიზები აღარ დასჭირდება. ამ შეთანხმების მიხედვით, ისინი  რუსეთში ვიზის გარეშე დარჩენას 90 დღის განმავლობაში შეძლებენ. "ამისათვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ თან", - განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა.

რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უვიზო მომოსვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ცხინვალის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა მოაწერეს ხელი.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ შარშან მაისში აცხადებდნენ, რომ ამ შეთანხმებისთვის ყველა დოკუმენტი მზად იყო. მაშინ საუბარი იყო ორმაგ მოქალაქეობაზეც, თუმცა დღეისათვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.