Skip to content

ავტორიზაცია

ბლანტი ოპტიმიზმის ჯადოწრე

თებერვალი 24, 2010 ირაკლი კორძაია

 ლევან ხერხეულიძე

რაკი ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაზე  მთელი ქვეყანა მსჯელობს, სხვა რა გზაა -  ჩავერთვები მეც. თუმცაღა, ჩემი დეპრესიული ხასიათის გათვალისწინებით, არ ვიცი რა შედეგამდე მივალ.

პროგნოზი სპეციფიური ჟანრია. ამიტომ, მაგალითს კლასიკოსებისგან ავიღებ - ნოსტრადამუსი არასდროს ცდებოდა, რადგან, მისი გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია.

საფიქრებელია, რომ, "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლა საარჩევნო პროცეში გარკვეულ დისონანსს შეიტანს. ამის შესახებ უკვე ბევრი ითქვა, ამდენად, ახალს ვერაფერს ვიტყი, მაგრამ, ზოგიერთი დეტალის გახსენება ალბათ ღირს.

პასუხი კითხვაზე, სამსუბიექტიანი ალიანსის გაფორმება ორგანული პროცესი იყო თუ არა - ბევრისთვის ცხადი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო. მათ შორის ჩემთვისაც. მეტი თვალსაჩინოებისთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდის გახსენება ღირს: როდესაც ტელეკომპანია "მზის" ეთერში ლევან ბერძენიშვილი და დავით გამყრელიძე ოპონირებდნენ. კამათმა ამ ორი ადამიანის (შესაბამისად პარტიის) არა პოლიტიკური არამედ, მსოფლმხედველობრივი სხვაობა ნათლად გამოკვეთა.

მეორეხარისხოვანია, თუ ვინ გაიმარჯვა ამ მენტალურ ორთაბრძოლაში, მნიშვნელოვანი იყო თავად ფაქტი. შეგახსენებთ, კამათი ემზარ ჯგერენაიას ხმაურიანმა პუბლიკაციამ გამოიწვია.

ირაკლი ალასანიას პერსონისადმი საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი ჯერ კიდევ საქართველოში მის დაბრუნებამდე იყო. "მემარჯვენეების", "რესპუბლიკელების" და ალასანიას ერთობამ ეს ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა. თუმცა, განდგომილი დიპლომატის შერწყმა ამ კონფიგურაციის ალიანსთან ზოგიერთისვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ალასანიამ ეს იგრძნო და საკუთარი იმიჯის კორექციაზე დაფიქრდა.

ამასობაში ყველასათვის მოულოდნელად  ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი გააქტიურდა. საგაზაფხულო აქციების პერიოდში მისი პერსონა თუ თითქმის შეუმჩნეველი იყო, შემოდგომამ საპირისპირო დაგვანახა. ნოღაიდელი კომპლექსებისგან გათავისუფლდა და საკუთარ პოლიტიკური ორბიტის ირვგვლივ მთელი რიგი ოპოზიციური სუბიექტები შემოიკრიბა. ირიბად, მაგრამ, მაინც.

ალასანიას პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი პრაიმერის იდეამ გახადა. ცხადია, თეორიულად მას შეეძლო ეცადა, როგორც პრაიმერის, ასევე მისი ლობისტი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაცია. მაგრამ ეს ნაბიჯი, საბოლოოდ, მხოლოდ ხელისუფლებას წაადგებოდა და თითქმის მთელი ოპოზიციური ფლანგის პარალიზებას გამოიწვევდა -  ორივე ძალა გაკოტრებოდა. რომ არა არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო, შესასძლოა, მათი ადგილი უეცრად გამოჩენილ "მესამე ძალას" დაემკვიდრბინაა.  საამისოდ კი, აღარც დრო დარჩა და აღარც სივრცე.

ბოლო პერიოდში „ალიანსის" შიგნით გაკეთებულ განცხადებებს და „ალიანსსა" და "პრაიმერელების" ურთიერთობათა დრამატურგიას თუ  გავიხსნებთ, ცხადი გახდება -ალასანიას გადაწყვეტილება ხანგძლივი ყოყმანის შედეგია. ეჭვგარეშეა, რომ ყოყმანის მთვარი მიზეზი ზურაბ ნოღაიდელის ფაქტორი იყო. მაგრამ, ასეა თუ ისე, გადაწყვეტილება მიღებულია.

და მთავარი კითხვა, რომელიც დღეს გაჩნდა, ასე ჟღერს - რა იქნება შემდეგ? რას უნდა ველოდეთ? რას სქემით გადანაწილდებიან საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური ძალები? როგორც ჩანს, შეთანხმება მერობის ერთიანი კანდიდატის ირგვლივ მიღწეული იქნება. პრაიმერის, სოციოლოგიური კვლევის თუ შიდა შეთანხმების საფუძველზე - ეს უკვე სხვა საკითხია.

"რესპუბლიკელები" და "მემარჯვენეები"  თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მას შემდეგ რაც მათივე ხელით გამოძერწილმა ლიდერმა დამოუკიდებელად მოქმედება არჩია, ალიანსში დარჩენილი ორი სუბიექტის ახლო მომავალი ძალზე გაურკვევეია. დარჩა ორი გზა - ისინი ან ძველ პოზიციაზე დარჩებიან, ან ალასანიას მაგალითს მიბაძავენ. ამ ორიდან ყველაზე ნაკლებსავარაუდო მეორე გზაა.

ალასანიას გადაწყვეტილებამ ხალხი ერთგვარადად ოპტიმისტურად განაწყო (ეს ოპტიმიზმი ბლანტ და უსასრულო ჯადოწრეს ჰგავს). საგულისხმოა, რომ ჭადრაკის სასახლის სცენაზე ასულ ნოღაიდელს განსაკუთრებით მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ, რაც მისი "გათეთრებული" იმიჯის მაჩვენებელია.

საქართველოში კაფკას ატმოსფერო სუფევს. ფრანც კაფკას სამყაროში ცხოვრება მეტად რთულია - არ არსებობს არავითარი ორიენტირები, რომელთა მეშევეობითაც არსებულ სინამდვილესთან ურთიერთობებს ააწყობ...


 

კომენტარები

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), თებერვალი 24, 2010, 21:38:40

სულ ველოდებოდი,რომ ჭადრაკის სასახლეში ვინმე დაიყვირებდა–ვიინ იყო ის გმირი,რომელმაც გატაცებული მოზარდები ცხინვალიდან გამოიყვანაა? და იხუვლებდა ხალხი–ზუურაბი! ზუურაბი! ვიინ იყო ის გმირი,რომელმაც რუსეთთან საერთო ენა გამონახა?– ზუურაბი! ზუურაბი! ( უჰ,რა ჩამოთვლის იმდენ "საგმირო" საქმეს?!:))) ) მეგონა,ზურაბი ჩამოტარებით იყო, ჩადგმით ყოფილააა... ეს რა ჭირი გვჭიირს?! ( დედას გეფიცებით, მიშისტი არ ვარ! ) :))

ძუკუ ლადარია - ნოდიასი (შეუმოწმებელი), თებერვალი 24, 2010, 22:10:01

საოცარია, რომ ავტორს რესპებსა და დათოს შორის განსხვავება, ჯგერენაიას გარშემო კამათმა აგრძნობინა! რევალციამ არ გაგრძნობინათ? გათეთრება უმნიშვნელოვანესია, საღოლ და ეგებ მომავალში უფრო გამოკვეთოთ. სანამ ეს ესთაბლიშმენთია, გნებვთ - ჯობია თუნდაც ეს ელიტაა, რომელიც უდიდესი უმეტესობა, მეტიც, იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველა არაერთგზის პოლიტიკური დამნაშავეა (მეტ ნაკლებად), გათეთრებები გარდაუვალია. და საერთოდ რაის გათეთრებები? ისე არიან გათავხედებულნი, წინა დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას არც გრძნობენ, რადგან მედია ხმას არ იღებს ამაზე, არც ჟურნალისტი, არც ანალიტიკოსი (სად გვყავს, რო?) და არც "ექსპერტი". რომც ესმოდეთ ან როგორ ამოიღონ? თუ ვინმე ადნაშაულებს, ისევ მოწინააღმდეგე ბანაკი, რომელიც არანაკლებ დამნაშავეა და ამიტომ რადამაჯერებელია. ჰოდა, სანამ რაიმე შემთხვევა - საოცრებით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ აღდგება, რასაც ყველა სფეროს გაჯანსაღება მოყვება, მანამ ყველა ძველი დანაშაული არ და ვერ იქნება გაანალიზებული, არც გამოაშკარავებული და არც დამნაშავ - მიმქარავიანად მხილებული-დასჯილი, მანამ ვერც ხალხი ჯეროვნად ვერ გაერკვევა და ამ გათეთრებების ჯადოსნური წრიდან ვერ გამოვალთ.

George (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 10:22:08

mTavaria, Senma depresiulma xasiaTma Celuskinelebis xidTan ar migiyvanos.. amiT xidze moZraobas mainc ver SeaCereb .. da ratomRac mgonia, “ar gaTeTrdebis yorani” ..

mamuka (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 16:47:01

"ხალხი ოპტიმისტურად განაწყო" , ვინ ხალხი? ჭადრაკის სასახლეში შეკრებილი ? ადრე მიტინგზე ან სტადიონზე მოსულები იყო მთელი ხალხი, ეხლა მხოლოდ "მოჭადრაკებია" უკვე "ხალხი"?

irakli kordzaia (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 19:36:49

geirge chemo ketilo, madloba zrunvistvis :)

დათო (შეუმოწმებელი), თებერვალი 27, 2010, 01:04:04

ვერ გავიგე ირაკლი თურმე მიტომ წამოვიდა ალიანსისგან იდეურად დიდი განსხვავება იყო შიგნით! ნოღაიდელთან და გრეჩიხასთან რა , იდეური თანამებრძოლები არიან? ესენი ყველა ერთი ... ნაკეთები აღმოჩნდნენ. ახლა ნახეთ თქვენ მიშაშ ბლატავი და ამ დაძირული ოპოზიციის მთლად დასამარება, ალასანია ნამდვილად არ მეგონა თუ მანდ წავიდოდა.ეს გაერთიანებაა თუ რავიცი რა უბედურებაა, ქართველმა ხალხმა პუტინის გამონათქვამის არ იყოს მართლა უნდა დაკიდო ერთი ადგილით და არ ჩამოიღო

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.