საქართველოს უკვე აქვს ოფიციალურად ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ როგორ აპირებს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას.
"საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას", - აღნიშნულია სტრატეგიაში, რომელზეც საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრო გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობს.
მსგავსი დოკუმენტი 2008 წლის აგვისტოს ომამდე რომ დაეწერათ, შესაძლოა, მას ჰქონოდა რეალური შანსი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის საბაბი გამხდარიყო.