Skip to content

ავტორიზაცია

ანაფორიანი ფეოდალი


ოფიციალურად, სოლომონ ხახუტაშვილმა საკუთარი მიწის ნაკვეთი ნეკრესის ეპარქიას აჩუქა. ფაქტები კი იმაზე მიუთითებს, რომ, ეპარქიის წინამძღვრის დავალებით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და პროკურატურამ ქონება მას შანტაჟის გზით წაართვეს. ოფიციალურად, სოლომონ ხახუტაშვილმა საკუთარი მიწის ნაკვეთი ნეკრესის ეპარქიას აჩუქა. ფაქტები კი იმაზე მიუთითებს, რომ, ეპარქიის წინამძღვრის დავალებით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და პროკურატურამ ქონება მას შანტაჟის გზით წაართვეს.

15
სოლომონ ხახუტაშვილმა 2008 წლის 17 აპრილს აუქციონზე იყიდა სოფელ შილდაში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ასასვლელთან მდებარე ერთი ჰექტარი საძოვარი მიწის ნაკვეთი. სახელმწიფოს მიწის ნაკვეთი 90 ლარად ჰქონდა შეფასებული.

ხახუტაშვილმა მიწის ნაკვეთის საფასური წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში გადაიხადა, რის გამოც, მიწის პრივატიზების წესის შესახებ კანონის თანახმად, მას საფასური გაუნახევრდა.

2008 წლის 24 აპრილს სოლომონ ხახუტაშვილმა მიწის ნაკვეთი საკუთრებად დაირეგისტრირა.

ხახუტაშვილები ამ ნაკვეთს აუქციონის წესით შესყიდვამდეც ფლობდნენ, ოღონდ იჯარით.

სოლომონ ხახუტაშვილსა და ყვარლის რაიონის გამგეობას შორის 2000 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება პირველად 2008 წლის იანვარში გახდა სადავო.

საქმის მასალების მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხახუტაშვილთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება გადასახადის გადაუხდელობის მიზეზით გააუქმა, რაც ხახუტაშვილმა რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ხახუტაშვილმა გადასახადის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა. მოსამართლე ოლია სეფიაშვილმა 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, ხახუტაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთი მის სარგებლობაში დააბრუნა. მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და ის კანონიერ ძალაშია შესული.

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხახუტაშვილებს პრობლემა მეორედ 2009 წლის დეკემბერში შეექმნათ.

"2009 წლის 24 დეკემბერს სახლში სოფლის გამგებელმა რამაზ ლამაზოშვილმა მოგვაკითხა.  გვითხრა, - ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ლომიძე გიბარებთო. საკრებულოში მე და ჩემი მეუღლე წავედით. ლომიძემ მიგვითითა, რომ მიწა, რომელიც 2008 წელს ვიყიდეთ, უსასყიდლოდ უნდა დაგვეთმო. თუ არ დათმობთ, მაინც წაგართმევენ და დავას თუ დაიწყებთ, რაც გირგვლიანის ოჯახს დამართეს, იგივე დაგემართებათო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ვკითხეთ,  თუ ვინ იყო მიწის ნაკვეთით დაინტერესებული, რომ მას მოვლაპარაკებოდით. ლომიძემ დაინტერესებული პირის ვინაობა არ გვითხრა. ჩვენ კი მიწის უსასყიდლოდ დათმობაზე უარი ვთქვით", - აღნიშნავს სოლომონ ხახუტაშვილის მეუღლე მანანა ხახუტაშვილი.

ზაზა ლომიძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: "ნეკრესისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მეუფე სერგიმ მითხრა, - ნეკრესის შესასვლელთან მდებარე ნაკვეთი ეპარქიას სჭირდებაო. მონასტრის შესასვლელში მუზეუმის, ავტოსადგომის, სატრაპეზოს მშენებლობაა დაგეგმილი და ეს ადგილი ამისთვის გვინდაო. მეც დავიბარე ხახუტაშვილები და ვთხოვე, რომ ნაკვეთი დაეთმოთ, რაზეც უარი თქვეს. მე მათ არ დავმუქრებივარ".

მას შემდეგ, რაც ხახუტაშვილებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მიწის ნაკვეთის დათმობაზე უარი უთხრეს, მათ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია შეხვდათ. "გამგებელმა შემოგვითვალა, - ეგ მიწა დათმეთ და ნაკვეთს სადმე სხვაგან მოგცემთო. ქალიშვილის დასაქმებასაც დაგვპირდა, მაგრამ არ დავთანხმდით", - ჰყვება მანანა ხახუტაშვილი.

ლევან გამსახურდია, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "ეკლესიას უნდოდა ეგ ნაკვეთი. ტურიზმი უნდა განვითარდეს. ხახუტაშვილებს მართლაც ვუთხარი, რომ ნეკრესის შესასვლელთან მდებარე ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მიწის ფართობს სხვაგან გამოვუძებნიდი, მაგრამ იუარეს. მათ მეტად აღარ შევხვედრივარ".

ნეკრესისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ სოლომონ ხახუტაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით ნამდვილად ეპარქია იყო დაინტერესებული. მეუფეს თქმით, ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ, ხახუტაშვილს ის გარკვეულ თანხასაც სთავაზობდა, თუმცა ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

ამის შემდეგ საქმეში კახეთის საოლქო პროკურატურა ჩაერთო.

სოლომონ ხახუტაშვილი: "2010 წლის 8 იანვარს კახეთის საოლქო პროკურატურაში დაგვიბარეს. პროკურორის პირველი მოადგილე ვაჟა მაღრაძე და გამომძიებელი ილია ჯანგულაშვილი შეგვხვდნენ. მაღრაძემ ფასი გვკითხა. ვუთხარით, რომ ნაკვეთს 10 000 დოლარად გავყიდდით. მიწის ნაკვეთი 45 ლარად იყიდეთ და 10 000 დოლარად გაყიდვა გინდათ? თქვენთან ლაპარაკი არ შეიძლება, ამ საქმეს ჩვენ მივხედავთო", - გვითხრა მაღრაძემ".

2010 წლის 11 იანვარს კახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მუშაკების მიმართ გამოძიება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების გამოკვეთით დაიწყო. ოფიციალური ცნობით, საქმის აღძვრას საფუძვლად ოპერატიული ინფორმაცია დაედო.

"სოლომონ ხახუტაშვილმა ყვარლის რაიონის სოფელ შილდის ტერიტორიაზე 2008 წლის 17 აპრილს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველოს მეშვეობით შეიძინა ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი (საძოვარი) 45 ლარად. როგორც გამოძიებით დადგინდა, 2000 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სოლომონ ხახუტაშვილი ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობდა, უკანონოა და კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის გაფორმებული; კერძოდ, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას შემდეგ რაც მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია განიხილავდა მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის საკითხს, აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე რაიონულ გამგეობას უნდა დაემტკიცებინა და  მოქალაქესთან მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში, კანონის ეს მოთხოვნა უხეშად დაირღვა - რაიონულმა გამგეობამ ხახუტაშვილისთვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის საკითხი 2000 წლის 16 ნოემბერს განიხილა, მაშინ, როდესაც 2000 წლის 10 ნოემბერს, ანუ 6 დღით ადრე, მასთან უკვე გაფორმებული იყო უკანონო ხელშეკრულება.

კომენტარები

Guram Nikolashvili, მარტი 11, 2010, 16:23:13

საინტერესოა, რამდენი შესთავაზა მეუფემ ხახუტაიშვილს მიწის ფასი?  ან ხომ არ შესთავაზა რაიმე სანაცვლოდ?  ის კაცი 90 ლარიან მიწაში 10 ათას დოლარს ითხოვდა, ხელის მოთბობის მასშტაბიც ასეთი უნდა. მესმის რომ ეს მეორეხარისხოვანია და სტატია სამართალდარღვევის თემაზეა, მაგრამ მე ფსიქოლოგიური ასპექტი უფრო მაინტერესებს იმ ხალხის, რომელიც ამხელა მოგებას ელოდება ეთის მხრივ არაფრიდან, და მეორე მხარის, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ამ "უსამართლობას" ადმინისტრაციული რესურსით ასწორებს. :)))

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 11, 2010, 23:58:27

kanonis mixedvit xautashvili martalia, magram usindisobaa 45 larian nakvetshi 10 000 motxovna.rogorc ki gaigo, rom nakvetit vigac dainteresda, mashinve gamdidreba gadawyvita.cudi komentaria, magram ra vqna, aseti adamiani chemshi tanagrznobas ar agzravs, tumca es ar amartlebs prokuraturas

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 12, 2010, 02:06:31

ძალიან საინტერესო კომენტარებია ... ხახუტაშვილი არის მიწის მესაკუთრე, იყო უფრო სწორად და მისი საქმეა რა ფასს დაადებს იმ ნაკვეთს - უნდა 10 ლარს და უნდა მილიონს. ეს მისი პრობლემა და საქმეა.გაცილებით უფრო საგანგაშოა ის, რომ მალე შეიძლება თეოკრატულ სახელმწიფოდ გადავიქცეთ, სადაც ეკლესიის სურვილისამებრ დავარღვევთ სამოქალაქო და სხვა კოდექსებს, ან დავხუჭავთ თვალებს დარღვევებზე, დავაშინებთ, დავაშანტაჟებთ და ა.შ. ეს არის პრობლემა და მერე კიდევ ის, იმაზე ლაპარაკით რომ გამოგვიჭედავენ ყურებს, როგორი კარგია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და კანონის უზენაესობა! ყ

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 12, 2010, 16:21:07

ara mgonia, am statiis mizani vinme xaxutaishvilis mimart tanagrznobis gamocveva kopiliko. mtavari isaa, rom am kvekanashi gamgebeli, sakrebulos Tavmjdomare da prokurori tavs amgvari ukanonibis chadenis uflebas azleven, xaxutaishvili ki izulebulia damorchildes, imitom rom veravin daicavs, usafrtxoebis garantias veravin miscems, ertaderti organo, romelsac es sheuzlia anu sasamartloc chatreulia am tamashshi. xaxutaishvili pirobitia, mis adgilze da msgavs mdgomareobashi nebismieri chvengani sheizleba agmochndes, mtavaria shenma absoluturad legitimurma interesma zalauflebit agchurvili an mattan daaxloebuli pirebis interesebi ar gadakvetos, tu ara vazha magradzeebs-prokuror/gamgebel/gubernatorebs - rogorc chans daxvetsili metodebi akvt. principshi isini arc cdiloben ramis damalvas tu daxvetsas, mainc aravin mokitxavt, ratom sheitsuxon tavi. meores mxriv, xaxutaishvilis "amoralurobit" spekulirebac xom mat tsiskvilze asxams ckals. daasxa kidec, tu zeda komentarebs gadavxedavt

PACHECO (შეუმოწმებელი), მარტი 12, 2010, 17:09:39

Dzirs mepe, dzirs mghvdeli, dzirs diakvani! Pacheco

ნენე (შეუმოწმებელი), მარტი 26, 2010, 14:02:31

პრობლემა მართლაც სახეზეა, მაგრამ ამ ჩემს მიუკერძოებელ ჟურნალისტებს მინდა ვკითხო, ასეთი უკანონობა მესაკუთრისათვის მიწის ჩამორთმევა, ხომ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება? რატომაა ასე დაინტერესებული განაზოგადონ ეს მხოლოდ ეკლესიასთან მიმართებაში? მე პირადად გადამხდა ასეთი ისტორია... თბილისისი მერიის წარმომადგენელმა, მაშინ როცა მასობრივად დაიწყეს საკუტრების ჩამორთმევა და სხვა უკანონობები, თვალი დაადგა ჩემს სამოსახლოს, . გამოარკვია ვინ ვიყავი და მისდა სამწუხაროდ აღმოვჩნდი, მისი უახლოესი მეგობრის ნათესავი... ეტყობა მოერიდა , თან მიხვდა რომ ასე ადვილად ხელწამოსაკრავი არ ვიყავი და შემეშვა... ასეთი ისტორიები ათასობითაა საქართველოში, რომელიც ჩემგან განსხვავებით, სევდიანად დამთავრდა.რატომ არ გაწუხებთ სხვათა სევდა და მხოლოდ ხახუტაშვილებმა აგიჩუყათ გული?!

ნეკრესელი (შეუმოწმებელი), ივლისი 16, 2010, 00:53:08

ისტორია, რომელიც აქ არის აღწერილი პირველად არ ხდება. მე თვითონ ამ რაიონიდან ვარ შესანიშნავად ვიცი რა ხდება. სოფელ შილდაში ამგვარი პრობლემა 50 ოჯახზე მეტს ჰქონდა და ამათგან მხოლოდ 1-2მა თუ მოახერხა თავისი კანონიერი მფლობელობის შენარჩუნება. რწმუნებულმა რამაზ ლამაზოშვილმა და დეპუტატმა თეიმურაზ მიჩილაშვილი ამ გზით ათიათასობით ლარი იშოვეს. ნებისმიერი გეტყვით თუ დაინტერსდებით და შეეკეთხებით იქაურ მაცხოვრებლებს. მოსახლეობა მასობრივი მუქარის და ტერორის ქვეშაა. რაიონს მართავს გაუნათლებელი აბსოლიტურად უზრდელი და უაზრო ცხოველთა ჯგუფი. რაც შეეხება აქ ერთ პოსტს, სადაც აღნიშნავს ერთი საბაზრო ეკონომიკის მცოდნე მკითხველი რომ ამხელა მოგებას თუ ელოდება ე.ი მტყუანია,ჯერ ერთი ეს კაცი იურიდიულად მართალია და მორალი კანონი არაა ჩემო კარგო და მეორე სწორედ ამ ბაზარზე მიწის ფასი 100-ჯერ გაზრდილია, იმიტომ რომ იქნება ტურისტული ზონა და ამ კაცმა შესანიშნავად იცის ამ 1ჰა მიწის ფასი. და 5 წელში მილიონიც ეღირება. რაც შეეხება პატივცემულ მეუფე სერგის. მე თვითონ მორწმუნე ვარ და არასოდეს აუგს არ ვამბობ ღმერთზე, მაგრამ ამ კაცის კორუმპირებულობა ზღვარს სცილდება და საქვეყნოდა ცნობილი მისი მაფიოზური კლანის შესახებ, სანამ 300 კგ არ გახდება მანამდე ვერ გაძღება ალბათ. კარგად იცოდეთ. და დიდი მადლობა ამ სტატიის ავტორს და სხვათაშორის გამიკვირდა აქ ამის ნახვა.და იცოდეთ კიდევ ასობით სტატიის გაკეთება შეიძლება ამ თემაზე. სხვაფრივ კი კარგად ბრძანდებოდეთ. :)

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.