• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან

დასაბეჭდი ვერსია

,,არ გაძლევთ სასამართლო პროცესის აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლებას." - მითხრა მკაცრი ხმით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიტო ჭედლიშვილმა და მანდატურს ჩემთვის დიქტოფონის ჩამორთმევის ბრძანება მისცა.

დარბაზში განსასჯელი პავლე ბლიაძე შემოიყვანეს, შემინულ კაბინაში მოათავსეს და პროცესი დაიწყო. განსასჯელს ,,ბაიკალის" ტიპის პისტოლეტის უკანონო ტარება და შენახვა ედება ბრალად.

სამმა მოსამართლემ, პროკურორმა მიხეილ ბერიკაშვილმა და ბლიაძის 30-ამდე გულშემატკივარმა ჩუმად, უკვე მერამდენედ მოისმინეს პავლე ბლიაძის საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ მას რუსეთის ჯაშუშობის დაბრალებას სთავაზობდნენ. უარის თქმიდან ერთი თვის შემდეგ კი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მსჯავრდებულის განცხადებით, საქმეში ნივთმტკიცებად მითითებული იარაღი მას არასოდეს უტარებია და სწორედ ამიტომ ვერ იპოვა სასამართლო ექპსერტიზამ ზედ მისი თითის ანაბეჭდები.

,,როცა იარაღის ტარების ბრალდებით დამაკავეს, მერვე საპყრობილეში მომაკითხეს ვინმე გიორგიმ და ლერიმ და გათავისუფლების სანაცვლოდ, კამერებთან რუსეთის ჯაშუშობის დაბრალება შემომთავაზეს."

თავიდან მოსამართლეები ბლიაძის მონაყოლის დეტალებით დაინტერესდნენ, მაგრამ  მოგვიანებით, მოსამართლე დიტო ჭედლიშვილმა მოკლედ მოჭრა: ,,თქვენი მონაყოლი საქმის წარმოდეგნილ მასალებში არ შედის და რადგან ჩვენი მოვალეობაა არა ობოექტური ჭეშმარიტების, არამედ წარმოდგენილი მასალებზე დაყრდნობით ჭეშმარიტების დადეგნაა, საქმის არსობრივ განხივალზე გადავიდეთ".

დაიწყო მხარეების კამათი.

,,იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა განსასჯელს ტანსაცმელზე ამოღებული იარაღის მიკრო ნაწილაკები, ექსპერტიზა გამოძიებამ იმიტომ არ ჩაატარა, რომ ეგონა იარაღზე იქნებოდა თითის ანაბეჭდები. მანქანა და განსასჯელის შვილი კი იმიტომ არ გაჩხრიკეს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მხოლოდ ბლიაძეზე მიუთითებდა. მოგვიანებით, დაკავებულის სახლიდან კომპიუტერი დამატებითი მტკიცებულების პოვნის მოტივით წაიღეს და ამას ჯაშუშობათან კავშირი არ ჰქონია" - უთხრა სასამართლოს პროკურორმა მიხეილ ბერიკაშვილმა.

დაცვის მხარის კითხვაზე - ,,რატომ არ ჩაატარეს მიკრონაწილაკების ექსპერტიზა მას შემდეგ, რაც იარაღზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა? ან რა ლოგიკით გაჩხრიკეს სახლი და კომპიუტერი, როცა არ შეუმოწმებიათ ის მანქანა, რითაც განსასჯელი დაკავებამდე გადაადგილდებოდა?" პროკურორს აღარ უპასუხია.

ოთახში სიტუაცია დაიძაბა, ჰაერი ჩაიხუთა და დაცხა. პროკურორი და დამსწრეების ნაწილი მოდუნდა და თვალების სრესა დაიწყო. მანდატურმა მეტალოპლასმასის ფანჯარა გახსნა და გრილი ჰაერი შემოუშვა.

ადვოკატებმა დავით მესხმა და გელა ნიკოლეიშვილმა მოსამართლეებს სთხოვეს, ეხელმძღვანელა იმ პრინციპით, რომ პიროვნების ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს. ამ შემთხვევაში კი პროკურატურას მტკიცებულებად მხოლოდ ორი მოტივირებული შსს-ს თანამშრომლების ჩვენება აქვთ.

სააპელაციო სასამართლოს წინა სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ბლიაძის მეზობლების დაკითხვასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებმა მსჯავრდებული სახლიდან გასვლისას, მანქანაში ჩაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს და ამბობენ, რომ ამ დროს პავლე ბლიაძეს იარაღი თან არ ჰქონია. მოსამართლის განცხდებით, მათი ეს ჩვენება არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულს დაკავების დროსაც არ ექნებოდა ,,ბაიკალი” - შეეძლო გზაში, ან მანქნაში აეღო (თუმცა გამოძიებას თავად მანქანა არ გაუჩხრეკავს).

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ და 15 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ: ,,ძალაში დარჩეს საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომელიც პავლე ბლიაძეს იარაღის უკანონო ტარებასა და შენახვაში დებს ბრალს. სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წელი. გადაწყვეტილება შეიძება გასაჩივრდეს 1 თვის ვადაში უზენაეს სასამართლოში. სხდომა დასრულებულია"

პავლე ბლიაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებასაც აუცილებლად გაასაჩივრებენ, თუმცა, როგორც ამბობენ, სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.

 

პავლე ბლიაძის საქმის ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება წაიკითხეთ ლიბერალის 19 აპრილის, 27-ე ნომერში.

 

 

 

 

 

0 0
mas shemdeg rac sasamarTlo darbazebi kamerebisTvis daixura, sazogadoebamde titkmis ar agcevs informacia sasamarTlos sakmianobis shesaxeb. sasamartlos sakmianoba ki, ara is mciri statistikaa, rasac zalian ishviatad magram gvacvdian xolme, tan rogorc cesi lamazad shefutuls, aramed is Tu rogor ixileba titoeuli sakme da rogor igebs gadackvetilebas mosamartle, upro martivad ro vtkvat - ra xdeba sasamarTlo darbazshvi. video tu audio gadagebis shezgudva ar nishnavs imas, rom sasamartlo sruliad daxurulia, sxdomebze dascreba ra tkma unda kvelas sheuzlia. chven gvchirdeba rac sheizleba meti msgavsi statia, gtxovt, gaagrzelet tkveni monitoringi. isic unda aginishnos, rom amgvari standartuli sakmeebis gverdit savaraudod aris sakmeebi, sadac mosamartlis gmirobis tu sxva faktorebis gamo samartlianoba imarjvebs, chven aseti sakmeebis shesaxebac gvainteresebs
GAIGET QARTVELEBO,SAQARTVELOS SATANA DAEPATRONA MISHAS,VANOS DA GVARGADAKETEBULI SOMEXI UJISHOEBIS SAXIT.TU ARAFERI VIMOQMEDET,MALE JAVAXETS "DID ARMENIAS"TUSHIS QVESH GADASCEMS ES GAREKILI MISHA.ACHARAS -TURQETS,KAXETS- AZERBAIJANS,BORJOMS DA BAKURIANS -OS"DZMEBS".MISHAS TBILISIC YOVNIS GASATYAVEBLAD.DARCHENIL QARTVELEBS UWAMLOT DA SHIMSHILIST AMOXOCAVEN.SAMAGIEROT SHEMOYARA GAGLETILI CHINELEBI,INDOELEBI,AFRIKELEBI DA FAAAFU,IYO DA ARA IYO RA.AGAR IARSEBEBS SAQARTVELO.
თიკა, პიემ-ში მომწერეთ და გირჩევთ არაჩვეულებრივ ფსიქო-თერაპევტს. დაგამშვიდებდათ. თორემ, ნერვიულობა, თან მუდმივი სიმსივნეს აჩენს.
ძვირფასო თეონა, თიკას შეიძლება სიმსივნე დაემართოს. ღმერთმა დაიფაროს იგი ამ უბედურებისგან (ისე ღმერთიც უცხო სიტყვაა ალბათ თქვენთვის), მაგრამ, იგი გარემოში მაინც ერკვევა. ეს თვისება კი ვინც აზროვნებს მხოლოდ მათ აქვთ, ე.ი. მხოლოდ ადამიანებს. თქვენ ალბათ სხვა დაავადება დაგემართებათ (ღმერთმა დაგიფაროთ), მაგრამ, ნუ გეშინიათ, თვქენ ამას ვერც აღითქვამთ იგივე მიზეზის გამო. პატივისცემით

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.