• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ონკოლოგიური სტიგმა

ონკოლოგიის ცენტრი ჩიხშია. ხელისუფლება საავადმყოფოს ვერც ყიდის და ვერც მის განვითარებას ახერხებს.

 

 თემო ბარძიმაშვილი
ცხრასართულიანი შენობის ჟანგიანი კარი ვარდისფრადაა გადაღებილი. შენობაში პირველ სართულზე მარცხნივ სამლოცველოა. აქ ოთხშაბათობით მამა ბაქარი ჯანმრთელობის პარაკლისს მართავს. მარჯვნივ იყიდება ჟურნალ-გაზეთები და  წიგნები  ხალხური მედიცინის არქივიდან:  "მამაკაცური დაავადებების მკურნალობა" და "ვაშლის ძმრის საოცრებანი".

 

ლიფტი მუშაობს, თუმცა ფასიანია და ადამიანების უმეტესობა, მასიურ, მონაცრისფრო ბეტონის კიბეებს ფეხით მიუყვება. პალატებამდე, ნახევრად ჩაბნელებული კორიდორები უნდა გაიარო. ირგვლივ ჩამოფხეკილი კედლები, ალაგ-ალაგ აგლეჯილი ლინოლიუმი,  ფანჯრის მტვრიანი მინები, გადამწვარი ელექტრომავთულები და დატბორილი  საპირფარეშო გხვდება. პალატებში ხშირად გაიგონებთ მსგავს დიალოგებს: "გუშინ "შტეპცელზე" კინაღამ ხელი ამიფეთქდა", "ასეთ პირობებში ექიმებიც მეცოდება", "აქ რომ პაციენტებს არ მოეფერო, ფანჯრიდან გადახტომა მოუნდებათ".

ეს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრია, სადაც  ყოველ წელს 10 000-მდე ონკოპაციენტი მკურნალობს, 3 000-ს კი ოპერაცია უტარდება.

"საკავშირო მნიშვნელობის ცენტრი" 64 წლის წინ დაარსდა. მას შემდეგ დაინგრა საბჭოთა კავშირი და მასთან ერთად ჯანდაცვის სისტემაც, მაგრამ ძველ მოდელს მორგებული, ამორტიზირებული შენობა, რომელიც თითქმის ოცი წელია, მთლიანად არ გამთბარა, მაინც უცვლელად დგას.

* სრული ვერსია წაიკითხეთ ლიბერალის 36-ე ნომერში

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.