• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

მაია წიკლაური

დასაბეჭდი ვერსია

Stories from მაია წიკლაური

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
საქართველოს მთავრობა საზოგადოებას პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას უმალავს.

 

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, "დიდების მემორიალის" მიმდებარე ტერიტორია რკინის მესერითაა შემოსაზღვრული. მესერს მიღმა ლითონის მილები ჩანს. მილების ჩასაწყობად კი მიწაა გათხრილი. ობიექტს 24 საათის განმავლობაში დაცვის პოლიცია ყარაულობს. სპეციალური ნებართვის გარეშე, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც - ჟურნალისტებს.

 

გარდაბანის 78 ათასი ამომრჩევლიდან დღეს ხმა 54 პროცენტმა, ანუ 42.874 ათასმა ადამიანმა მისცა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ბერუაშვილი ამბობს, რომ პროცესმა მინიმალური დარღვევებით ჩაიარა. სულ გარდაბნის საოლქო კომისიაში 4 საჩივარია შესული, მათგან ერთი საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის აგიტაციას უკავშირდება, ორი საჩივარი ეხებოდა გვიან გახსნილ უბნებს. მეოთხე კი იყო იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთათვის მარკირების სითხის დასხმა ავიწყდებოდათ.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები, რომელთაც არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ოპოზიციის ინტერესები უნდა დაიცვან, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან.

ქართულ კინოთეატრებში უცხო ენაზე დუბლირებული ფილმების ჩვენება უნდა აიკრძალოს.

მაყურებელმა კინოდარბაზში ფილმი, შესაძლოა, მხოლოდ ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით, ან ქართულად დუბლირებული ნახოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" კანონში ცვლილებას შეიტანს. თუ კინოთეატრები კანონს დაარღვევენ, მათ პირველად - 1500, მეორედ - 3000, მესამედ ან მეტჯერ კი 10 000 ლარით დააჯარიმებენ.

* წაიკითხეთ სრული ვერსია ლიბერალის 27-ე ნომერში , გამოიწერეთ ლიბერალის ბეჭდური ან PDF ვესრია >>

ლევან გაჩეჩილაძე არჩევნებს გამოეთიშა. ოპოზიცია გაერთიანებაზე აღარ ფიქრობს და საარჩევნო სიების დახვეწისთვის იბრძვის

ოპოზიციის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, ლევან გაჩეჩილაძემ გასულ კვირას საბოლოოდ დაუსვა წერტილი კითხვას, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. „მე მთელი ჩემი ენერგია ჩავდე გაერთიანების და ერთობლივი ბრძოლის საქმეში, მაგრამ არ გამოვიდა! ამიტომ მივირე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენო კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებში!" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც თამაშში რჩება, გაერთიანება აქტუალური აღარ არის. მათი ერთერთი ტავსატეხი საარჩევნო სიების მოწესრიგების საკითხია.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 31-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

7 აპრილს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს ქართული და ამერიკული სამხედრო დელეგაციები, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ესწრებოდნენ.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
ქალაქის მერი საარჩევნო კამპანიას 30 აპრილამდე სახელისუფლებო რესურსით გააგრძელებს. მას ამის უფლებას კანონი აძლევს.

18 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალუ მოძრაობა" თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს 30 მარტს დაასახელებდა.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე
„ალიანსი კიდევ ერთხელ ცდილობს, ოპოზიციური პარტიები იაკლი ალასანიას მხარდაჭერაზე დაიყოლიოს. ერთიან კანდიდატზე შესათანხმებლად მოლაპარაკებებს სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე იწყებენ.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
ინგა გრიგოლია ვეღარასოდეს იქნება მიუკერძოებელი ჟურნალისტი, ამის შესაძლებლობას მისი ბოლო არჩევანი გამორიცხავს.

Tv Show
სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესზე მონოპოლია გამოაცხადა. ტენდერის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, სატენდერო წინადადებები დახურა, გამარჯვებულად კი, ტენდერის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე შექმნილი "საქართველოს ლატარიის კომპანია" დაასახელა.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
"ალიანსმა" ოპოზიციიდან პირველმა დაასახელა მერობის კანდიდატი, თუმცა ყველაზე ბოლოს, ნიკა ივანიშვილთან ერთად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე
პოლიტიკურ პარტნიორებს შორის გაკეთებული არჩევანი მიანიშნებს, რომ ირაკლი ალასანიასთვის ახლა მთავარი არჩევნებში გამარჯვება კი არ არის, არამედ - არჩევნების შემდეგ მაქსიმალურად დიდი "მესამე საპროტესტო ტალღის" აგორება.

არჩევნებამდე 3 თვით ადრე ოპოზიცია ისევ ერთიანი კანდიდატის ძებნას იწყებს.

"ალიანსი საქართველოსთვის" ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს. ალასანიას განცხადებით, ეს ერთადერთი გზაა ხელისუფლების დასამარცხებლად. ალიანსის წევრები მზად არიან, ერთიანობის სანაცვლოდ, მოლაპარაკებები დაიწყონ "ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან". მთავარი მიზანია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება. ალიანსში არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმებისთვის საკუთარი კანდიდატიც დათმონ.

"არასწორი იქნება, თუ მოვითხოვთ, რომ ერთიანი კანდიდატი მაინცდამაინც ირაკლი ალასანია იყოს. თუ ვინმე უკეთეს კანდიდატს შემოგვთავაზებს, მზად ვართ, დავეთანხმოთ", - ამბობს დავით გამყრელიძე.

პარლამენტარებმა, რომლებმაც საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებებს უყარეს კენჭი, მხოლოდ ნაწილობრივ იციან, რას დაუჭირეს მხარი.

4 თებერვალს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიღება უფასოა. მონაცემებს საწარმოს მფლობელის, მეწილეების, დამფუძნებლების, დაფუძნების თარიღის, ყადაღისა და ჯარიმების შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მართლაც უფასოდ ნახავთ. თუმცა რეესტრის ვებგვერდის ელექტრონულ ბაზაში მხოლოდ 2010 წლიდან დარეგისტრირებული და განახლებული მონაცემებია. საერთო ჯამში, დაახლოებით 15 500 ამონაწერია.

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე
გამარჯვების მისაღწევად ირაკლი ალასანიამ მერყევი ამომრჩევლის გადაბირება უნდა შეძლოს. ამ ხმებს კი მას ხელისუფლებასთან ერთად რამდენიმე "ჩრდილოვანი" კანდიდატიც ეცილება.

ფოტო:ზურა ქურციკიძე
სასამართლო განხილვის დასრულებისა და განაჩენის გამოტანის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო მუხროვანის ამბოხების საქმის გამოძიების დეტალებს საჯაროს ხდის. მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლო მათ ნაწილს არ იზიარებს.

დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა ბიზნესის გამჭვირვალობას ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს. ქართული კომპანიების ნაწილს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმები ფლობენ.

ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე სამეწარმეო რეესტრის ბაზიდან მფლობელისა და მეწილეების შესახებ ინფორმაციის ამოღების გამო გაუგებარი რჩებოდა თუ ვისი დაფუძნებულია ესა თუ ის კომპანია. თუმცა სამეწარმეო რეესტრის ბაზაში მფლობელებისა და მეწილეების შესახებ ინფორმაცია 2010 წლის 1 იანვრიდან კვლავ ღია იქნება. ამით გაუქმდება ფინანსთა მინისტრის 2008 წლის მაისის ბრძანება, რომელმაც ეს აკრძალვა დააწესა. მთელი საინფორმაციო ბაზა კი ფინანსთა სამინისტროდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადავა.

ილუსტრაცია: თაკო ბაქრაძე, წიგნის სახელოსნო

მერის ანკეტა

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქალაქის მერიის საქმიანობის შესაფასებლად მუნიციპალიტეტი სოციალურ გამოკითხვებს ატარებს.

32 წლის ხათუნა კენკებაშვილს გამგეობის თანამშრომელი სახლში 30 ნოემბერს ესტუმრა.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
იმის მიუხედავად, თუ ვინ დაიწყო ომი, ტალიავინის კომისიის დასკვნა საქართველოზე გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს ვიდრე რუსეთზე.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებულ მთავარ კითხვას - ვინ დაიწყო ომი - პასუხი 30 სექტემბერს გაეცემა, როდესაც ფაქტების მოძიების დროებითი კომისიის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. დასკვნა ივლისის ბოლოს უკვე მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა თარიღი ომის წლისთავს დაემთხვა და კომისიამ მაშინ შედეგების გავრცელებისგან თავი შეიკავა.
ელიტ ელექტრონიქსი
"ელიტ ელექტრონიქსის" საქმე გადასახადების ამოღების გამკაცრების ტენდენციაზე მიუთითებს.
უკვე 2 წელია, ფინანსთა სამინისტრო საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის "ელიტ ელექტრონიქსისგან" მილიონობით ლარის დავალიანების გადახდას ითხოვს. 2007 წელს ჩატარებული შემოწმების შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ კომპანიას ჯერ 14 მილიონი ლარი დაარიცხა, გასაჩივრების შემდეგ კი თანხა გაუნახევრა. "ელიტ ელექტრონიქსის" 100%-იანი წილის მფლობელმა, ანზორ ქოქოლაძემ მაშინ მხოლოდ 120 000 ლარის ბუღალტრული შეცდომა აღიარა და 7-მილიონიანი ვალიც გაასაჩივრა.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.