• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

მალხაზ ხარბედია

დასაბეჭდი ვერსია

Stories from მალხაზ ხარბედია

2

THE ORIGINAL OF LAURA

(Dying Is Fun)

Vladimir Nabokov

ლორას ორიგინალი

სიკვდილი სასაცილოა

ვლადიმირ ნაბოკოვი

უბიწოების მუზეუმი

ეს სათაური ("ბოსფორელი ფლობერი") თავად ფამუქის რომანის ბოლო ეპიზოდმა და ამ რომანის შესახებ The New York Times-ში დაბეჭდილმა ერთი რეცენზიის სათაურმა მიკარნახა. რეცენზიას "ბოსფორელი ლოლიტა" ჰქვია. ამერიკელებმა ხომ ყველაფერთან რაღაც გაცვეთილი ბმული უნდა გააბან?! არადა რომანის ორ მთავარ გმირს, ქემალსა და ფიუსუნს შორის ასაკობრივი სხვაობა გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ჰუმბერტ-ჰუმბერტსა და ლოლიტას შორის (ქემალი 30-ისაა, ფიუსუნი 18-ის). და ფლობერი რაღა შუაშია?

73
მთელი ბავშვობა და მერეც, ყოველთვის გვყავდა ძაღლი, ხან ქალაქში, უფრო ხშირად კი სოფელში, რაჭაში: კოჭლი პატარა გოშია, სახელად კვანწა, მდინარის (შარეულას) დანახვისთანავე რომ თავით ეშვებოდა წყალში, გიგანტური ლადა, კავკასიურის და სენბერნარის ნაჯვარს ჰგავდა, ირლანდიური სეტერი - რექსა, წუწკი, მაგრამ ძალიან ერთგული ვაჟკაცი, შავტუხა და ჩუმჩუმელა ჯეკა, გადარეული მეგი, ინგლისელი კოკერ-სპანიელი, "არილის" სიმბოლოს, ლორას ქალიშვილი. 
ფოტო: მალხაზ ხარბედია
მდინარე ვერე, უკვე საუკუნეზე მეტია, ნადგურდება. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მისი საბოლოო დასამარების მოწმენი გავხდებით.
ამას წინათ ერთ-ერთმა გადაცემამ, რომელიც ყველაზე არაპრემიალურ საეთერო დროს გადის პირველი არხით, მცირე ტოკ-შოუ მიუძღვნა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, სადაც ერთმა ჩინოსანმა გეგმის განსახილველად tbilisi.gov.ge-ზე დაგვპატიჟა მაყურებლები და ლამის შემოგვეხვეწა, - მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა კამათშიო.
62
"და ვინჩის კოდი" 4-5 წლის წინ წავიკითხე კომპიუტერის ეკრანზე. წიგნი ერთ-ერთ ონლაინ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, უფასოდ და პირატულად. იმ პერიოდშივე გავიგე, რომ დენ ბრაუნს "და ვინჩის კოდამდე" კიდევ ერთი რომანი ჰქონდა დაწერილი, "ანგელოზები და დემონები". სადღაც წელიწად-ნახევარში ეს რომანიც ჩავიგდე ხელში, ამჯერად წიგნის მაღაზიიდან ვითხოვე 2-3 სამი დღით და 5-6 დღის მერე უკან დავაბრუნე, ცოტათი შელახული.
კანიბალიზმის ინტელექტუალური ისტორია, კატალინ ავრამესკუ
ამ წიგნის გამოსვლის შესახებ 2 თვის წინ შევიტყვე. ამაზონში მაშინვე გადავათვალიერე პირველი გვერდები და დავინტერესდი. სულ მალე books.google.com-ზეც გამოჩნდა წიგნის დიდი ნაწილი და კარგად რომ ჩავუჯექი, თავი არტურო პერეს-რევერტეს რომელიღაც ბიბლიოფილურ რომანში წარმოვიდგინე.
19
დრო - 1960-იანების ბოლო, ჰიპების ეპოქის დაისი. ადგილი - კალიფორნია. მთავარი გმირი - კერძო დეტექტივი დოკ სპორტელო, ზანტი, სულ მუდამ დაბოლილი ტიპი. იგი ნაღდი ჰიპია, თუკი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჰიპი-გამომძიებელი. თმებიც აფრო ყაიდაზე აქვს დაყენებული, ჯიმი ჰენდრიქსივით. ეს ზანტი დეტექტივი კარდაკარ დადის, დაკითხვებს აწარმოებს, კითხავს სტრიპტიზიორებს, სერფერებს, ნათელმხილველებს, გაქექილ ფსიქიატრებს და ლას ვეგასიდან ჩამოხეტებულ ყომარისტებს.
გაბრიელ გარსია მარკესი
დაახლოებით 10-12 წლის წინ ჟურნალ «არილის» ოფისში ერთი სასაცილო ფოტო მქონდა გაკრული. ფოტოზე ფიდელ კასტრო და გაბრიელ გარსია მარკესი იყვნენ გამოსახული. ფოტოზე ორივეს შორტები აცვია და ორივეს რაღაც უცნაურ ფლოსტებში (თუ სანდლებში) აქვთ ფეხები წაყოფილი. ორივე ბედნიერია, ერთი მსოფლიოს უნიჭიერეს მწერალთან მეგობრობით ამაყობს ალბათ, მეორეს სიამაყის მიზეზთა ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანდა, (ერთხელ, კასტროს კოლუმბიაში სტუმრობისას მარკესს თურმე მისი მცველის ფუნქციაც კი უკისრია).
ჯონ კინი
ერთი ძველი ხუმრობა არსებობს: ოდესღაც, თურმე ათენა და პოსეიდონი კამათობდნენ, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ატიკის მფარველი. კამათში, ცხადია, ათენას გაუმარჯვია, ამით განრისხებულ პოსეიდონს კი ათენელები დაუწყევლია: «დაე იმ თავიანთი საკრებულოს სხდომებზე მხოლოდ სულელური გადაწყვეტილებები მიიღონ»!-ო. წყევლა ათენას გამოუსწორებია: «დაე ეს სულელური გადაწყვეტილებები ათენელებს ყოველთვის სასიკეთოდ მობრუნებოდეთ»!-ო.
ჯეკი ბოურინგი
მელანქოლიამ შეიძლება სისტემის სრულ ეფემერიზაციამდე და ნებისმიერი სოციალური ინსტიტუტის უარყოფამდე მიგვიყვანოს, და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი თანამედროვე საქართველოში.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.