• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ეკა ჭითანავა

დასაბეჭდი ვერსია

Stories from ეკა ჭითანავა

"პირველ კავკასიურს" ახალი მმართველი ჰყავს, მალე კი ახალი მაუწყებლობა და ახალი ბიუჯეტი ექნება.

"ეს არხი არ უნდა იქცეს პროპაგანდის იარაღად. ჩვენმა ტელეკომპანიამ, სადაც მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტები იმუშავებენ, უნდა შექმნას ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტები. იგი გააკრიტიკებს, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნების მთავრობებს ამ რეგიონში", _ განაცხადა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და მედია-ტრენერმა რობერტ პარსონსმა, რომელიც შპს "ქეი ერთის" თანადამფუძნებელი გახდა და მართვის უფლებით ჩაიბარა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად შექმნილი მესამე არხი.

ფოტოები: თემო ბარძიმაშვილი
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბოშები სრულფასოვან მოქალაქეებად იქცნენ?

"ოთხმოცდათოთხმეტი წლის მოკვდები და ოთხი შვილი გეყოლება", _ რუსულად ჩაიბუტბუტა 64 წლის თამარა პეტრენკომ და მტკიცედ შემომხედა. ჯერ მუხლებზე გაცრეცილი კარტები გაშალა, შემდეგ კი ჩემს ხელისგულზე ცხოვრების ხაზს თითი გააყოლა.

თამარა ბოშაა, გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში ცხოვრობს, 13 წლიდან მომავალს წინასწარმეტყველებს და ბოშების თემში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებაა.

ძეგლის დემონტაჟი
სტალინი სამუზეუმო ექსპონატად იქცევა.

 

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
ონკოლოგიის ცენტრი ჩიხშია. ხელისუფლება საავადმყოფოს ვერც ყიდის და ვერც მის განვითარებას ახერხებს.

 

ცხრასართულიანი შენობის ჟანგიანი კარი ვარდისფრადაა გადაღებილი. შენობაში პირველ სართულზე მარცხნივ სამლოცველოა. აქ ოთხშაბათობით მამა ბაქარი ჯანმრთელობის პარაკლისს მართავს. მარჯვნივ იყიდება ჟურნალ-გაზეთები და  წიგნები  ხალხური მედიცინის არქივიდან:  "მამაკაცური დაავადებების მკურნალობა" და "ვაშლის ძმრის საოცრებანი".

 

შენ!
პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლადო სადღობელაშვილს საია ძალადობისკენ მოწოდების გამო უჩივის. მოხსნის თუ არა სასამართლო კანდიდატს საარჩევნო მარათონიდან?

ნათია კობერიძის საქმეზე "მედია საბჭოს" დასკვნა მხოლოდ ნახევრად სიმართლეა.

ორკვირიანი განხილვის შემდეგ "მედია საბჭომ" საბოლოოდ გამოაქვეყნა მოქალაქე რ.ფ.-ს საჩივრის საფუძველზე განხილული საქმე და ვრცელი ტექსტით დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება, რომ ნათია კობერიძემ 13 მარტს ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
ამოქმედდება თუ არა მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არგუმენტირებულ ანგარიშს ჩააბარებს მედიასაბჭო საზოგადოებას.

გიორგი არველაძე
გიორგი არველაძე ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე, თუმცა მიიჩნევს, რომ მოდელირებული "ქრონიკა" საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებოდა. სცენარის შექმნაში მონაწილეობის მიუხედავად, იგი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევასაც უარყოფს, და მიიჩნევს, რომ "იმედის" "პროფესიონალებით" დაკომპლექტებული გუნდი საზოგადოების ნდობას ადვილად აღიდგენს.
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
13 მარტის "ქრონიკა", რომელმაც მოსახლეობა შეძრა, მედიის მიერ რეალობის სიმულირების კულმინაციად იქცა.
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
მდინარე დურუჯი ყვარელს წალეკვით ემუქრება. სახელმწიფოს მდინარის შესაჩერებლად გეგმა არ აქვს.

Screenshot
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" საინფორმაციო პროგრამებში სიუჟეტები იყიდება.

დახლებზე გამოტანილი ძეხვეულის ვარგისიანობის დასადგენად ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა: ცხრა ფირმის ძეხვი ანალიზისთვის ლაბორატორიაში წაიღო.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პათოლოგიებით გამოწვეული ნაადრევი მშობიარობები.

აქ ახალშობილები შუშის ინკუბატორებში ცხოვრობენ. ოთახში შესვლის უფლება მხოლოდ  ექიმებს და მშობლებს აქვთ. კარს აწერია: "რეანიმაცია". შარშან აქ 121 ბავშვი გარდაიცვალა.

საკონკურსო ნამუშევარი
სახელმწიფო სკოლებში პროპაგანდით მტრის ხატის ჩამოყალიბებას ცდილობს.

8 წლის თათიას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ არაფერი სმენია. სკოლაში უთხრეს, რომ რუსეთი აგრესორია. თათიამ ეს იდეა ფერადი ფანქრებით ნახატად აქცია. მის სურათზე საქართველო - მტრედი, რუსეთი კი პირდაღებული დათვია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხელისუფლება მომავალი წლიდან იმ პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება, რომლის კონტურებიც ჯერჯერობით არ ჩანს.

2009 წლის  15  დეკემბერს საქართველოს მთავრობამ განიხილა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ ადამიანებისთვის სტატუსის მინიჭების წესი უნდა შეიცვალოს.

ამ წესის მიხედვით, ადამიანის ინვალიდობა არა მისი დაავადების, არამედ ფუნქციური დარღვევებისა და შრომისუნარიანობის მიხედვით განისაზღვრება.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას სახელმწიფო ზედაპირული მიდგომით ცდილობს, რის გამოც ინვალიდობის მქონე ბავშვების ნაწილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობას ართმევს.

13 წლის ინგა ავალიშვილი ფერადი ფანქრებით ნაძვის ხესა და ფიფქებს ხატავს. იგი ერთ-ერთია იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთაგან, რომლებიც დროის დიდ ნაწილს დღის ცენტრში ატარებენ.

ინგას დედა ამავე ცენტრში მზარეულად მუშაობს. თუმცა სწორედ ამ სამსახურის გამო, შესაძლებელია, მან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსი, მისმა შვილმა კი, დღის ცენტრში სიარულის შესაძლებლობა დაკარგოს.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
შესაძლოა, არჩევნების წინ სკოლა ისევ გახდეს იარაღი ხელისუფლების ხელში. ამაზე 161-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს.

15
ახალი მედია საქართველოში ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია.

თავისუფალი პრესის განვითარებისთვის ინტერნეტი უნიკალურ მედიუმს გვთავაზობს. თუმცა, საქართველოში მის შესაძლებლობებს მინიმალურადაც კი ვერ იყენებენ. მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ ინტერნეტი ბევრისთვის ისევ ფუფუნების საგანია, ამიტომ მისი შესაძლებლობები ჯერჯერობით აუთვისებელია.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

რუსთავის მეტალურგიული კომპლექსი იმ კრედიტორი კომპანიის ხელში გადადის, რომლის უკანაც, შესაძლოა, ჯოზეფ ქეი დგას.

შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი", რომელიც ორ კომპანიას - "ქართულ ფოლადსა" და "თუჯი XXI"-ს აერთიანებს, უცნობ კრედიტორს - "კოლხის ბიზნეს კორპორაციას"  შეიძლება რამდენიმე დღეში გადაეცეს.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
სამხრეთ კავკასიის წყლის მთავარი არტერია ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა.
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საერთო ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგანან. მდინარე მტკვრის დაბინძურებაში წვლილი სამივე ქვეყანას შეაქვს, პრობლემის გადასაჭრელად კი ერთიანი გეგმის შემუშავება ვერ მოხერხდა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ინდუსტრიული წარმოების შემცირების შემდეგ მტკვარი ძირითადად ჩამდინარე წყლებით ბინძურდება. გამწმენდი ნაგებობები კი  ამ ქვეყნებში, თითქმის ოცი წელია, არ განახლებულა.
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი
კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სანქცია შესაძლოა, პირველად ამოქმედდეს.
ნებისმიერი ტაძარი საეკლესიო მსახურებისთვის შენდება, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ისტორიულ და კულტურულ ღირებულებასაც იძენს. ამით ის არა მარტო სასულიერო პირებისა და მრევლის, არამედ მთლიანად საზოგადოების კუთვნილება ხდება.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.