ნაწყვეტები გამოძიებიდან:
"გადასასვლელად გამზადებულები ვიყავით, ყველაფერი ყუთებში გვქონდა ჩაწყობილი, მაგრამ არაფრის გამოტანა არ დაგვაცადეს და უამრავი ადამიანისა და პატრულის თანდასწრებით დაიწყეს ჩვენი სახლის ნგრევა. ყველაფერი ნანგრევებში მოჰყვა. 12 ლარის ამარა დავრჩით მთელი ოჯახი. თავიდან "აპოლო გ.ს."-ს წარმომადგენელი გიორგი სვანიძე გვპირდებოდა, რომ სახლს ჩვენც გვიყიდდა, და დროებით ნაქირავებ ბინაში გადავედით. 2009 წლის ივლისამდე ქირას გვიხდიდნენ, თუმცა მერე ისიც შეწყვიტეს და ღია ცის ქვეშ დავრჩით. იმ მიწურში, სადაც შეკედლებული ვართ, ბავშვები დღისითაც სანთლის შუქზე მეცადინეობენ", - აცხადებს ლეილა იაშაღაშვილი.
"აპოლო გ.ს."-ს დირექტორი შოთა ევგენიძე მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2008 წლის 10 დეკემბერს ოფიციალური წერილით აცნობებს, რომ მათი მიწერილობების შესრულების მიზნით, 2008 წლის 20 ნოემბერს "აპოლო გ.ს."-მ განახორციელა მირზა შაფის ქ. #16, #24, #38 და #40-ში არსებული უკანონო მიშენება-დაშენების დემონტაჟი, რასაც მოჰყვა აღნიშნული შენობების მთლიანად ჩამონგრევა. იქვე მითითებულია, რომ შპს "კონექსმა" სათანადო გამოკვლევებით დაადგინა, რომ ქუჩაზე მიშენებების დემონტაჟამდე შენობების ტექნიკური მდგომარეობა უვარგისი იყო, ამორტიზებული მზიდი კონსტრუქციებით, რაც მცირე ზემოქმედების შემთხვევაშიც კი შენობების ჩამოზვავების საშიშროებას ქმნიდა.
წერილი ასე სრულდება - "აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მირზა შაფის ქ. #20, #26, #34, #34ა, #44, #46-ში მდებარე შენობები მთლიანად ჩამოინგრა, ხოლო #28 და #32-ში მდებარე - ნაწილობრივ".
წერილში ნათქვამია, რომ დემონტაჟი და ნგრევა 20 ნოემბერს მოხდა, მირზა შაფის #46-ში კი იაშაღაშვილების სახლი 4 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა ტექნიკამ დაანგრია და სახლის ნგრევის მიზეზი არ ყოფილა სხვა სახლის ან მისი მიშენების დემონტაჟი. როგორც მისი მაცხოვრებლები აცხადებენ, შენობა არ იყო ავარიული და არც მისი ჩამონგრევის ეშინოდათ.
* სტატია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების
German Marshal Fund-ის პროექტის თჰე The Black Sea Trust-ის მიერ.
ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს German Marshal Fund-ის, თჰე The Black Sea Trust-ის და მისი პარტნიორების შეხედულებებს.
სტატია გამოქვეყნდა ლიბერალის 10–ე ნომერში გამოიწერეთ ჟურნალი>>
კომენტარები
Elene Asatiani, ოქტომბერი 23, 2009, 13:30:00
ახალი კომენტარის გამოქვეყნება