Skip to content

ავტორიზაცია

"რუსთავი 2"-ის შენობის პროცესი კვლავ გადაიდო


21 ოქტომბერს სამშენებლო კომპანია "არტ-იქსის" თანამშრომლის - დავით გვასალიას რიგით მეორე სასამართლო პროცესი გადაიდო. გვასალიას "რუსთავი 2"-ის შენობაში სარემონტო სამუშაოების არაპროფესიონალურად ჩატარება ედება ბრალად, რის გამოც, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად კი შენობაში მყოფი ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. სხდომის გადადების მიზეზი დაკავებულის ადვოკატის - გიორგი ყავლაშვილის მიერ წარმოდგენილი შრომის უუნარობის ბიულეტენი გახდა.
სწორედ ამ სხდომაზე უნდა გაეცნო მოსამართლე დალი მეტრეველს საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაკითხავენ თუ არა სასამართლო სხდომაზე "რუსთავი 2"-ის და "არტ-იქსის" წარმომადგენლებს.
შემდეგი სხდომა, 12 ნოემბერს დაინიშნა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.