Skip to content

ავტორიზაცია

"გადატვირთვა"


"ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციას კარგი სლოგანი აქვს - "გადატვირთვა". მაგრამ ის ასევე ძალიან ბუნდოვანია და ცოტა ბავშვური. სერიოზულ ურთიერთობას ვერ "გადატვირთავ" - მის სტრატეგიულად წარმართვას უნდა შეეცადო. ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზანი აქვს მისაღწევი, რომელიც, საბოლოო ჯამში, არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ერთი ის არის, რომ შტატებს ჰქონდეს კარგი თანამშრომლობა რუსეთთან. რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საერთო ინტერესები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. მაგალითად გამოდგება სამხრეთ-ცენტრალური აზია, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, განიარაღება, საერთო ჯამში - ბირთვული სტაბილურობა. ეს ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი მიზნებია. მაგრამ ჩვენ აგრეთვე გვაქვს სხვა მიზანიც, სახელდობრ, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის სივრცეში პოლიტიკური პლურალიზმის კონსოლიდირება. განსაკუთრებულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისევ და ისევ საქართველო, რომელიც არ უნდა გახდეს ნაკლებ პრიორიტეტული და უკრაინა, რომელიც არ უნდა იქცეს სატელიტად. ზერელედ რომ შეხედო, ეს ორი მიზანი, შესაძლოა, კონფლიქტურად მოგვეჩვენოს. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ თუ საქართველო გადარჩება და უკრაინა განვითარდება, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი პოსტიმპერიული დემოკრატიული ქვეყანა გახდება. თუ საქართველო და უკრაინა წაბარბაცდებიან, რუსეთი კვლავ გახდება იმპერია, მზარდი ამბიციებით, რომელთანაც გრძელვადიანი სარფიანი ურთიერთობების დალაგება უფრო რთული იქნება. ასე რომ, წინააღმდეგობები ფაქტობრივად ზედაპირულია. რეალურად, ჩვენ ჭკვიანურად, უფრო გლობალურად გვაქვს გადასაჭრელი რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ორივე ასპექტი. ეს კი არ შეიძლება ისეთი მარტივი სლოგანით განისაზღვროს, როგორც "ურთიერთობების გადატვირთვაა"."  
13 ოქტომბერი, რადიო "ამერიკის ხმა" (უკრაინის ბიურო)

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.