Skip to content

ავტორიზაცია

”დამნაშავის” ძებნაში დაკარგულები

ნოემბერი 3, 2009 ანიტა თვაური

სასულიერო პირის, მითუმეტეს დიდი ავტორიტეტის მქონე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გაშარჟება რომ საზოგადოებრივი მსჯელობის, და თან, ძალიან მწვავე მსჯელობის საგანი გახდებოდა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. არც ის გამკვირვებია, რომ ქართულმა საზოგადოებამ არა ამ ვიდეოს ეთიკურობა არაეთიკურობაზე იმსჯელა, არამედ ანტი საეკლესიო პროპაგანდად მონათლა იგი და ”მოღალატეების” გმობა დაიწყო. არც იმას გავუოცებივარ, თეა თუთბერიძის ლანძღვა ყოველი საინფორმაციო გამოშვების განუყოფელ ნაწილად რომ იქცა. ქვეყანაში სადაც უამრავი ტაბუირებული თემაა, საზოგადოების მგრძნობიარეობა ნებისმიერი ამ თემის მიმართ, რა თმქა უნდა, მაღალია და ხშორად არაადეკვატურიც. სრულიად მოულოდნელი იყო, ამ ისტერიაში სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვა .

”მამა ბუასილის” ნიკით ცნობილი ინტერნეტ მომხმარებელი განტევების ვაცად შეირჩა. სამართალდამცავებს ისღა დარჩენოდათ შესაბამისი მუხლი მოეძებნათ და საქმე ბოლომდე მიეყვანათ, რომ ”აღშფოთებული საზოგადოება” დაემშვიდებინა. მათაც არ დააყოვნეს. 1 ნოემბერს შსს-მ და პროკურატურამ განცხადება გაავრცელეს, რომ დაიწყეს გამოძიება და უკვე გამოავლინეს ორი პირი, ვინც ”მონაწილეობა მიიღო ვიდეო რგოლის დამზადებასა და განთავსებაში”. საქმე აღიძრა მაგრამ რა დანაშაული ჩაიდინა ამ ვიდეოს ავტორმა ვერავინ თქვა. არცერთ უწყებას არ მიუთითებია თუ რომელი მუხლის საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება. ამ კითხვით არაერთხელ მივმართე ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

”დამნაშავის” ძებნაში სამართალდამცავები სკოლის მოსწავლეს და სტუდენტს წააწყდნენ. ორივე მათგანი უარყოფს ვიდეოს დამზადებასა თუ მის გავრცელებაში მონაწლეობას. სტუდენტს- გიორგი კვირკვიას, 1 ნოემბერს ვესაუბრე. მიმაგრებულ ფაილში ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსია მოისმენთ.

კომენტარები

სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 01:49:54

uzrdels ukvirs sxvaTa uzrdeloba?!

სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 01:54:41

uzrdels ukvirs sxvaTagan uzrdeluri mopyroba?!!!!!!!!!

Guram Nikolashvili, ნოემბერი 4, 2009, 06:43:38

ძაან მაინტერესებს თუ აქვს ამ ყველაფერს საზღვარი? ამ იდიოტი ლაწირაკის და უნამუსოს დასაცავად აღსდგა სრულიად ლიბერალური საზოგადოება? :D ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ეს ყველაფერი დასაცავია, და არ მგონია ჩემზე მეტად სხვა დარდობეს ამას, მაგრამ სახელი დაერქვას ყველაფერს უნდა, და მერე ვილაპარაკოთ დაცვებზე. ტფუ გული ამერია..  ეხლა მაგ ტიპს მოვძებნი და ვაგინებ ისევე როგორც თუთბერიდზეს, ანუ განვახორციელებ ჩემს გამოხატვის თავისუფლებას :D

willis acid (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 11:37:37

რაღაც მეც არ დამევასა ეგ როჟა რო მოვუსმინე.. გასაგებია არ ხარ მორწმუნე მაგრამ მემგონი ზედმეტი ირონია და სარკაზმი გააჩნია მორწმუნეების მიმართ.. არც მე ვარ ქრისტიანი, საერთოდ რელიგიების არ მწამს, მაგრამ ყველა რელიგიას ვიღებ და პატივს ვცემ, და არავის არ მოვექცევი ირონიულად თუ მას მართლა წამს თავისი რელიგიის.. ნუ ბავშვია ჯერ ალბათ რაქნას :E პოლიცია და საპატრიარქოს უმეტესობა კიდე კორუმპირებული კრიმინალების ხროვაა ჩემი მოკრძალებული აზრით.. ტფუი :|

ნინო გოგუა, ნოემბერი 4, 2009, 13:42:26

მგონი, ამ პოსტში მთავარი არის ის, რომ არასწრულწლოვანი ადამიანი დაიჭირეს და დაკითხეს ისე, რომ სამართალდამცავები ვერ ასახელებენ მუხს, რომლის საფუძველზეც მოიქცენენ ასე.

ამასთან, მნიშვნელოვანი და პრინციპულია, მგონი, საერთოდ ექვემდებარება თუ არა ეს ქეისი სასამართლოში საქმის აღძვრას, როცა, რაღატომღაც დარწმუენბული ვარ, რომ პატრიარქს არ უჩივლია საკუთარი ღირესების შელახვისთვის.

 

და რა მნიშვნელობა აქვს რეპოდენტის რელიგიურ შეხედულებებს? ეგ საერთოდ და პრინციპულად სხვა საკითხია, რაზეც, თავისთავად შეიძლება კამათი. მაგრამ ზუსტად იგივე ხდება ამ კომენტარებში, რაც ანიტას უკვე უწერია - ამბის სხვა ჭრილში გადატანა (  ,,ქართულმა საზოგადოებამ არა ამ ვიდეოს ეთიკურობა არაეთიკურობაზე იმსჯელა, არამედ ანტი საეკლესიო პროპაგანდად მონათლა იგი და ”მოღალატეების” გმობა დაიწყო. )

სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 14:59:34

კი მაგრამ, 21 წლის ადამიანი არასრულწლოვანია? დაკითხვას ნეტა რა მუხლი ჭირდება? მუხლი როგორც ვიცი ბრალდების წაყენებისას უნდა დაფიქსირდეს...

არ ვიცი ვინ რას რა უწოდა, მაგრამ ამ ვიდეოსთან ზუსტად, რომ ეთიკურობის პრობლემა მაქვს...

და ამ ჟურნალიტთან კიდევ ჟურნალისტის ეთიკის პრობლემა! ადამიანი ეუბნება რო ანდრია პირველწოდებულის სახელობი ინსტიტუტში ვსწავლობო და ამაზე მოკვდა ჯერ სიცილით, და მერე პატრიარქის სტიპენდიანტი ვარო და – მეღადავებიიიი ( სვეტსკური აქცენტით) – უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 15:21:44

ისე იმ უნივერსიტეტში სწავლის ნახევარს მარტო მაგასკი არა ყველა სტუდენტს საპატრიარქო უხდის :))) ანუ ეს დამსახურების გამო კი არ უხდიან მაგ ბიჭს :)))) ეგ კიდე ამის საპასუხოდ ასეთ საჩუქარს თუ აკეთებს... ისე ეს ჯურნალი სოროსის ფონდისაა ხო? :)))) როდის უნდა ამოვიდეს ეს ფონდი სოროდან? გვანახოს ნამდვილი სახე. არა კი ვიცით მარა თვითონ რატომ მალავენ :)))

გიორგი ჯიბლაძე (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 15:41:25

@Guram Nikolashvili:

მარტივი შეკითხვა: რატომ არის ეს ადამიანი უნამუსო? ან იდიოტი?

კონკრეტული პასუხი გამეცით - რატომ არის იდიოტი და უნამუსო?

ნინო გოგუა, ნოემბერი 4, 2009, 16:06:28

სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 14:59:34 <- ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია. ამის შესახებ ანიტა ალბათ ჯურალის სტატიაში დაწერს. სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 15:21:44 <- საიტის ქვემოთ მითითებულია ,,ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო” ვინ რას მალავს?

სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 18:08:00

სტუმარო


არავის უთქვამს რომ 21 წლის სტუდენტი არასრულწლოვანია.

ის რომ, სამართალდამცავებმა ის ადამიანი დააკავეს პარტიარქის გაშარჟებისთვის ვის სწავლასაც პატრიარქი ნაწილობრივ აფინანსებს, მომეჩვენა ხუმრობად. უკაცრავად რომ ახალგაზრდები არაოფიციალურები არიან და ურთიერთობაც ასე არაოფიციალურად ეწყობა.

ვიღებ შენიშვნებს


ანიტა თვაური

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.