Skip to content

ავტორიზაცია

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

პროექტი, რომელიც იდილიურ პირობებს სთავაზობდა საბანკო და სამშენებლო სექტორებსა და ძველი თბილისის მოსახლეობას, პირველ პრობლემებს აწყდება.

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის ფარგლებში შექმნილმა სქემამ თითქმის სამოთხის პირობები უნდა შეუქმნას როგორც ძველი თბილისის მოსახლეობას, ისე ბანკებსა და სამშენებლო კომპანიებს. მოგებული რჩება მერიაც, რომელიც ამ გეგმით ძველი თბილისის მუდმივად მტკივნეულ საკითხს მოაგვარებს. უფრო ფართო გათვლებით კი, უნდა შემსუბუქდეს დასაქმების პრობლემაც და ქვეყანაზე ეკონომიკური კრიზისის გავლენაც.

16 ნოემბერი, 2009
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გამოხატვა შეიძლება შეიზღუდოს

ინტერვიუ სოზარ სუბართან, "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი, სახალხო დამცველი 2005-2009
9 ნოემბერი, 2009
ილუსტრაცია: გიორგი მასხარაშვილი

ფორმალური ლუსტრაცია

კომუნიზმის აჩრდილებთან ბრძოლა მხოლოდ ფორმალობა იქნება, თუ ლუსტრაციის შესახებ კანონს დღეს არსებული პროექტის ფორმით მიიღებენ.
საბჭოთა ეპოქაში შედგენილი, დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დარბაზების თაროებზე აკურატულად ჩამწკრივებული მრავალათასტომიანი საქმეები შეიძლება უახლოეს მომავალში ქართულ საზოგადოებაში კამათისა და ბრალდებების საგნად იქცეს.
3 ნოემბერი, 2009
ფოტო: ქეთო ცაავა

მულტიპოლარული სამყაროს ხელოვნება

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა "არტისტერიუმის" მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია გლობალიზებული სამყაროს ხელოვნება და როგორი იქნება გლობალიზაციის არტის ძირითადი კონცეფცია.
გამოფენის ორგანიზატორებს საკმაოდ ამბიციური პროექტი ჰქონდათ ჩაფიქრებული - თანამედროვე მსოფლიოს მულტიკულტურული, წინააღმდეგობებით აღსავსე რუკის წარმოჩენა და მასზე საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელოვნებო სივრცის - "ტერა ინკოგნიტას", უცნობი მიწის ასახვა. საქართველო, როგორც პოსტკოლონიური ქვეყანა, ცოტა ხნის წინ ჩაერთო ამ სივრცეში და თავისი კონტექსტიც შეიტანა მასში. 
3 ნოემბერი, 2009
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

მალე 2020-ში

კინოარქივის გადარჩენის გეგმას კონკრეტიკა აკლია, თუმცა, 18-წლიანი უძრაობის შემდეგ პროცესი მაინც დაიძრა.
კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერჯერობით ისევ დერეფნებში, იატაკებზეა განთავსებული იმ 70 ათასი კოლოფი ფირის დიდი ნაწილი, რომელთა ერთობლიობაც ქართული კინოს ასწლიან ისტორიას ქმნის. ყოველგვარი დახარისხების გარეშე, ერთმანეთზე ქაოტურად დაწყობილი რკინის კოლოფები ჟანგიანია, ზოგს თავსახური არ აქვს, ზოგიდან ფირია გამქრალი.
3 ნოემბერი, 2009