Skip to content

ავტორიზაცია

ცხინვალში 4 ქართველი მოზარდი დააკავეს


4 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მცხოვრები 4 არასრულწლოვანი დაიკარგა. ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები -  17 წლის ლევან ხმიადაშვილი, 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური, 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე ცხინვალის შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს.

ცხინვალის ტელევიზიამ დაკავებული არასრულწლოვნების დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. კადრებიდან ჩანს, რომ მოზარდები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას აღიარებენ. მათი განცხადებით, ისინი გიორგი რომელაშვილის სახლის სანახავად მიდიოდნენ. სამხრეთ ოსეთის შსს მინისტრის, ვიტალი გასინის ცნობით, მოზარდებმა დაკითხვისას დანაშაული აღიარეს და სამართალდამცავებს ის ადგილი უჩვენეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები შეინახეს. არასრულწლოვანებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ტერაქტის დაგეგმვა ბრალდებათ. გიორგი რომელაშვილს კი ცხინვალის რაიონის სოფელ ხეთის მცხოვრების გაქურდვას აბრალებენ. ცხინვალის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ეს პიროვნება რომელაშვილს ადანაშაულებს.

ქართული მხარე დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მოთხოვნით რუსეთს მიმართავს. სამინისტროსა და პარლამენტში ამ მოვლენას პროვოკაციად აფასებენ.

მოზარდების საქმე სამხრეთ ოსეთის პროკურატურას გადასცეს. ქართველი არასრულწლოვნები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. თუმცა, განხილვის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.