Skip to content

ავტორიზაცია

ვაჭრობა აღიარების თემაზე გრძელდება



74

ამ დროისთვის მინიმუმ ორი ქვეყანა რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ვაჭრობს.

მიმდინარე კვირიდან ბელარუსის პარლამენტში შექმნილი მუშა ჯგუფი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობას შეისწავლის. ჯგუფის ექვსი წევრი ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩამოსვლას გეგმავს. დეპუტატები ჩავლენ ასევე ცხინვალსა და სოხუმშიც.

ოქტომბრის ბოლოს მოსკოვს სტუმრობდა კიდევ ერთი ქვეყნის ლიდერი, რომელთანაც კრემლი ცხინვალისა და სოხუმის აღიარების ბიზნესს აწარმოებს. მოლოდინების მიუხედავად, ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორრეა არ გახდა მესამე ლათინოამერიკელი ლიდერი, რომელმაც რუსული კრედიტების საფასურად აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. კორრეას კრემლმა ჰესის მშენებლობის პროექტი და იარაღის კრედიტით მიყიდვა შესთავაზა. საერთო ჯამში, მოსკოვი კიტოს 200 მილიონის ოდენობის სუბსიდიას დაჰპირდა, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე თანხა, რომელიც იგივე სამსახურისთვის ნიკარაგუასა და ვენესუელას ერგო. რაფაელ კორრეამ ამ თანხად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარი თქვა, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.