,,ვარსკვლავების აკადემიის" შენობის ნახაზის კიდევ ერთი, განსხვავებული ამბავი, რომელიც ბეჭდურ სტატიაში არ მოხვდა.
საქმე ეხება სანდრო ეულის ქუჩაზე ტელეკომპანია ,,რუსთავი2" ის კუთვნილი შენობის აზომვით ნახაზს, რომელზეც მითითებულია, როგორი უნდა ყოფილიყო ნაგებობა რემონტის შემდეგ. ტელეკომპანია ,,რუსთავი2"-ის და მის მიერ დაქირავებული სამშენებლო კომპანია ,,არტ-იქსი"-ის წარმომადგენლების ჩვენებების მიხედვით, მათ არ სურდათ შენობის რეკონსტრუქცია - ანუ, საყრდენი კედლების დამუშავება და დიაფრაგმის კედლის მოშლა. ექსპერტიზის დასვკნით შენობა არაკვალიფიციურად ჩატერებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ჩამოინგრა.
რა იყო დაგეგმილი რემონტი, თუ რეკონსტრუქცია - ამ საკითხის გარკვევაზე სასამართლო გამოძიება საერთოდ არ შეჩერებულა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, წინასწარი გამოძიების მასალები და მათ შორის შენობის ნახაზი სასამართლოს არქივში გადავიდა.
ნახაზის გაცნობის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. რამდენჯერმე ვესაუბრეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ვთხოვეთ, კანონის ფარგლებში, რაც შეიძლება ოპერატიულად მოეცათ ჩვენთვის ამ დოკუმენტის გაცნობის ნებართვა. შევთანხმდით, რომ ეს მასალა საჯაროა და 19 ოქტომბერს, ხუთშაბათს სასამართლოშივე ქსეროქსით გადავიღებდი ნახაზს. საქალაქო სასამართლოში მისულებს ნახაზის ქსეროასლის მოცემის ვადა კიდევ ერთი დღით გადაგვიწიეს, და აგვიხსნეს, რომ მისი გადმოცემა მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო ჭიანურდება. თუმცა ამავე საღამოს გაირკვა, რომ საქალაქო სასამართლოს ამ ნახაზის გადმოცემის უფლება არ ჰქონდა.
ორი დღის შემდეგ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსისგან დავით კურტანაძისგან ,,ლიბერალმა" ოფიციალური წერილი მიიღო: ,,შენობა ნაგებობის აზომვითი, ნახაზი-პროექტი არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის კატეგორიათა რიცხვს", თუმცა წერილში არაა მითითებული რაზე დაყრდნობით ჩაითვალა ეს მასალა დახურულად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილში ვკითხულობთ, რომ საჯარო დაწესებულებებიდან ამავე კანონით გარანტირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ ვრცელდება სასამართლო დაწესებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ინფორმაცია დაკავშირებულია ,,ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან; გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან;". არცერთი ეს კატეგორია დავით გვასალიას საქმეს არ შეესაბამდება, რამდენადაც პროცესი უკვე დასრულებლია, სასამართლოს გადაწვეტილება აღსრულებულია და არაა დაკავშირებული რაიმე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან.
"ლიბერალი" შეეცდება დაადგინოს რატომ ჩათვალა სასამართლომ საჯარო ინფორმაცია დახურულად და კონკრეტულად რას ეყრდნობოდა როდესაც ჟურნალს ნახაზის გადმოცემაზე უარით უპასუხა.
რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის ინიციატივა რეგიონული ტელეკომპანიების ფინანსური ამნისტიის შესახებ? |
|
|
სამაუწყებლო კომპანია "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი
|
|
|
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე
|
|
კომენტარები
სტუმარი (შეუმოწმებელი), დეკემბერი 30, 2009, 11:44:37
ახალი კომენტარის გამოქვეყნება