• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

მარიკა ქოჩიაშვილი

დასაბეჭდი ვერსია

Stories from მარიკა ქოჩიაშვილი

ilustracia
ერთი შეხედვით უვნებელი ანტიდეპრესანტისგან, რომელიც აფთიაქებში იაფად იყიდება, ქართველი ნარკომანები ხელოვნურ ნარკოტიკს ამზადებენ. ცოტამ თუ იცის, რომ პირველივე ინექციას შესაძლებელია ფატალური შედეგი მოჰყვეს.

შენიშვნა: ვაცნობიერებთ, რომ ეს მასალა შესაძლებელია არასრულწლოვანებისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს. ამიტომ,  "ლიბერალი" შეგნებულად არ ასახელებს იმ პრეპარატის სახელწოდებას, რომლის შესახებაც  სტატია დაიწერა.

უბრალოდ თქვი  "  არა! მე მას ვაჯობებ! ის ჩემს ტვინს ალპობს!  მე შემიძლია ვიყო მე, როცა უარს ვიტყვი მასზე!  "  ეს ამერიკული ანტინარკოტიკული სლოგანებია და ამ ნაცვალსახელში ხან კანაფს, ხან ჰეროინს და ხანაც ჰაშიშს გულისხმობენ.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
ისინი მართლმადიდებლური ეკლესიიდან 16 წლის წინ განდევნეს, თუმცა თავს ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად მიიჩნევენ. ვინ ცხოვრობს ზედაზნის ჯვრის ქვეშ?!

"...მოკლედ, დიდი ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა ვინმე რუსი ბორია. აიყოლია "ჯვარის მამის" მღვდელი და მრევლი და წაიყვანა ზედაზენზე. მერე ის მღვდელი დაეხსნა და უკან დაბრუნდა, დანარჩენები კი ახლაც იქ ცხოვრობენ. სექტანტები არიან. უზარმაზარ ჯვარს აშენებენ. მიწას თხრიან და ოჯახებით იმ ორმოებში ცხოვრობენ. ადამიანებთან კონტაქტში არ შედიან. თუ ვინმე დაინახეს, უჩინარდებიან...  ვიღაცას შეხვედრია ერთ-ერთი ბავშვი ტყეში. გამოლაპარაკება სცადა.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
გადასატანი ყუთი არჩევნების გაყალბების ნაცადი ინსტრუმენტია, თუმცა უცნობია, რამდენად ახდენს ეს მონაცემები საბოლოო შედეგზე გავლენას.

თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია
უნიკალური არქიტექტურული ღირებულების შენობა აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა.

ერთ-ერთ ფლიგელში ძველი ხის საწერი მაგიდა დგას. ზედ გაცრეცილი წიგნები და დღიურები აწყვია. თაროზე მზის რადიაციის საზომი შუშის ბურთულა დევს. კუთხეში ბაროგრაფი, მაგნიტური დაკვირვებებისთვის საჭირო ხელსაწყო დგას. შემორჩენილია სეტყვის დასაშლელი, რაკეტის მსგავსი დანადგარიც. აქ თავის დროზე სემინარიიდან ახლად გარიცხული სტალინიც მუშაობდა და ყოველდღიურ მეტეოროლოგიურ აღრიცხვებს დღიურში ინიშნავდა.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
მერობის კანდიდატების უმრავლესობა წინასაარჩევნო პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საერთოდ არ ახსენებს. ზოგიერთი მათგანი კი "ლიბერალთან" ინტერვიში ისე აკეთებს დისკრიმინაციულ განცხადებებს, რომ ამას ვერც აცნობიერებს.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
მართლმადიდებლურ მონასტრებში ათამდე პატიმარი "იხდის სასჯელს". სახელმწიფო საპატრიარქოს ახალ ინიციატივას გადატვირთულ ციხეებში პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად იყენებს.

ორი თვის წინ 50 წლის ტარიელ მაისურაძე 22 ათასი პატიმრიდან გამოარჩიეს და ავჭალის ციხეში გატარებული 4 წლის შემდეგ თბილისის ზღვაზე, ამბროსი ხელაიას სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
ვიდრე ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური დაწესებულება არ შეიქმნება, უბედურ შემთხვევებს თავიდან ვერ ავიცილებთ.

 

"მომეხმარე, გადავდგა პირველი ნაბიჯი",  _  წერია "პირველი ნაბიჯის" ოფისში გაკრულ პლაკატზე. ორგანიზაცია, უკვე 10 წელზე მეტია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში, პირველი სიტყვების გამოთქმაში და პირველი ემოციების გამოხატვაში ეხმარება.

 

გასულ კვირას, იქ პირველი უბედური შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვანი გ.ჩ. მეზობელ ოთახში გამთენიისას შეიპარა და "პირველი ნაბიჯის" აღსაზრდელი გოგონა გაგუდა.

წმინდა ცეცხლი
წინასაარჩევნო რელიგიურობის პრაქტიკა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ეკლესია პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო იქნება.
"იერუსალიმიდან ჩამოგვიტანეს ღვთაებრივი ცეცხლი, ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა!"  - მიესალმა ილია II სამებაში აღდგომის შესახვედრად მისულ ათასობით ადამიანს და საკურთხევლისკენ შებრუნდა. ბოლომდე მიბრუნებული არც იყო, რომ არქიდიაკონმა დემეტრემ შეაჩერა და  ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. პატრიარქი მრევლისკენ შემობრუნდა, სტიქაროსანმა მიკროფონი ისევ ახლოს მიუტანა.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
მერია "ქუჩის ძაღლების" პრობლემის მოგვარებას ბოლო საფეხურიდან იწყებს და ძაღლების თავშესაფარს აშენებს. ამით იგნორირებას უწევს ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასაც და ქალაქში არსებულ რეალობასაც.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
მძიმე დიაგნოზის მქონე პატარები, რომლებზეც დედები დაბადების პირველივე საათებში ამბობენ უარს, ფაქტობრივად, იმ წუთიდანვე სიკვდილისთვის არიან განწირულები.

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

დილის ექვსი საათია. ლარსისკენ მიმავალ გზაზე ბნელა და ადამიანის ჭაჭანება არ არის. უზარმაზარი მთების სილუეტების გარდა, არაფერი ჩანს. წლევანდელ თოვლს გზა გაუფუჭებია, მძღოლი მანქანას ორმოებს ძლივს  არიდებს. ტრასაზე არავინ მოძრაობს. რამდენიმე გვირაბის გავლის შემდეგ ჰორიზონტზე სინათლე ჩნდება. ლამპიონები სულ უფრო ჩახჩახა და თვალისმომჭრელი ხდება.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს თბილისის აუზებზე ან საერთოდ არ შეუშვებენ, ან ისეთ დროს - როცა იქ ხალხი თითქმის არ არის.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
გაზაფხულზე საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ავტობანებზე 14 ახალთახალი ტუალეტი დახვდებათ. ამისთვის საჭირო გახდა, რომ ტურიზმისა და კურორტების სამინისტროს სპეციალური მემორანდუმი გაეფორმებინა ნავთობის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასთან.

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
სამხატვრო აკადემიის სტუდენტური პროტესტი, რომელშიც 8 ახალგაზრდა მონაწილეობს, ჯერჯერობით მხოლოდ მარგინალიზებული ჯგუფის ახირებას ჰგავს. რატომ ვერ იქცა ეს პატარა ამბოხი მასშტაბურ პროტესტად?

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
კაზინო ააყვავებს ტურიზმს და მოიტანს მოგებას. თუმცა, ამ ბიზნესს სოციალური რისკი ახლავს, რომელსაც სახელმწიფო არ ანგარიშობს.
აქ საათი არსად არის. დრო გაჩერებულია. ფანჯრები ისეა დაბურული, რომ შეუძლებელია გარჩევა - ღამეა თუ უკვე გათენდა. ქუჩის ხმაური სქელ შუშებში არ აღწევს - სიგარეტის კვამლში ჩაფლული დარბაზები მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს. აქ დაძაბული სიმყუდროვეა.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
სახელმწიფო ბავშვთა სახლების გაუქმებას ცდილობს, თუმცა პატარებისთვის ოჯახში მოხვედრა ისევ ოცნებად რჩება.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
გაშვილების პროცესი მარტივდება. ეს, ერთი მხრივ, მიტოვებულ ბავშვებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მეორე მხრივ კი, მათი უფლებების შელახვის საშიშროებებსაც აჩენს.

ბიჭი, რომელიც მარტყოფის ბავშვთა სახლში გაიზარდა, 18 წლისა ოჯახში დაბრუნდა, მაგრამ არ მიიღეს. სასოწარკვეთილმა ჯანდაცვის მინისტრს წერილი მისწერა, სადაც პასუხს ითხოვდა კითხვაზე, რატომ არ ჩამოართვა სახელმწიფომ მის მშობელს დედობის უფლება, რატომ არ მოუძებნეს ოჯახი, რომელიც მის შვილად აყვანას მოინდომებდა.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.