Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Istanbul: მოგონებების ქალაქი

22 დეკემბერი 2015

დიდი დრო არ დაგვჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. წავიდეთ სტამბოლში! თან  დასვენების სეზონიც ახლოვდებოდა  და რამე ხომ უნდა გვექნა. მთლად სპონტანურსაც ვერ დაარქმევ ჩვენ გადაწყვეტილებას. მე, სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის ნახვა მინდოდა, ანის,  ჩემს ცოლს, კი უმანკოების მუზეუმის დათვალიერება. ხოდა, ასე მოვხვდით სტამბოლში, მოგონებების ქალაქში.

მე  ჩემი მიზანი სანახევროდ შევასრულე, რის  შემდეგაც  „სავალდებულო“  ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დროც დადგა. ქალაქი იმდენად დიდია, ყველაფრის ნახვას ვერ ასწრებ. ტურისტულ გზამკვლევებში შეტანილი ადგილების  გარდა მოვახერხე ქალაქის  სხვა საინტერესო კუთხე-კუნჭულებში მოხვედრაც. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საინტერესო ფოტოების გადასაღებად  მოგზაურობის ეს მეთოდი უფრო მეტად ამართლებს. საერთოდ, ყველა ასეთ გასეირნებას, გულში მოგზაურობას ვეძახი. ასე უფრო ადვილად ერთვები ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმედია დამეთანხმებით, რომ ყოველთვის უფრო საინტერესოა ის, რაც ფასადის მიღმა იმალება. გადაუხვევ მთავარი გზიდან და აღმართ-დაღმართ ჩაუყვები ვიწრო ქუჩებს, ათვალიერებ სახლებს, რომელთაგან ზოგი გამორჩეულად მოგწონს, ფიქრობ: ვინ ცხოვრობს შიგნით? რა ისტორიის მატარებელია? აგრძელებ სეირნობას,  გხვდებიან ადამიანები საინტერესო სახეებით, აკვირდები და აფასებ, ცდილობ, გამოიცნო, ვინ არიან. ზოგი გაქცევს ყურადღებას, გამჩნევს, ზოგი არა _ გართულები არიან თავიანთი ყოფით და სულ არ სცალიათ შენთვის. გადის დრო და ნელ-ნელა გიჩნდება სასიამოვნო შეგრძნება, რომ შენ, თუნდაც დროებით, ამ ქალაქის ნაწილი ხდები. განაგრძობ გადაღებას და ზუსტად  იცი: სახლში დაბრუნებული ჩაუჯდები ფოტოებს,  დაათვალიერებ მათ და დაგეუფლება განცდა, რომ ისევ იქ, მოგონებების ქალაქში ხარ... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^