Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოგზაურობა ეტლით

22 სექტემბერი 2016

სალომე მიქაძე საინიციატივო ჯგუფის, “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” ერთ-ერთი წევრია. ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებებზე მუშაობს და მომავალში ორგანიზაციად ჩამოყალიბებას გეგმავს.

სალომემ ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. დეტალები წინასწარ არ დაუგეგმავს. მხოლოდ ის იცოდა, რომ სახლი, სადაც სამი დღე დარჩებოდა მეტ-ნაკლებად ადაპტირებული უნდა ყოფილიყო. ბათუმში გამგზავრების გადაწყვეტილება ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელიც რამდენიმედღიანი განტვირთვის პარალელურად დაგვანახებდა, ეტლით მოსარგებლე ადამიანი სხვა ქალაქში მოგზაურობისას როგორ წინააღმდეგობებს აწყდება.

საცხოვრებელი კორპუსების არაადაპტირებული შესასვლელები, უპანდუსო ქუჩების დიდი ნაწილი, სადაც სხვისი დახმარების გარეშე შეუძლებელია მოძრაობა; მიუწვდომელი მაღაზიები, აფთიაქები, კლუბები, ადაპტირებული კონოთეატრი, რომელსაც მიუწვდომელი საპირფარეშო აქვს - ასეთ მდგომარეობას ქალაქის ყველა ნაწილში ვაწყდებით. მიუხედავად სალომეს პრინციპული და დამოუკიდებელი ბუნებისა, შეგუებულია, რომ ქალაქში გადაადგილებისას გარემო მას ხანდახან სრულიად უცხო ადამიანების დახმარების საჭიროების წინაშე აყენებს.

ქალაქში სამდღიანი ხეტიალის შემდეგ სალომე თბილისში მარტო ბრუნდება. ბათუმში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსისტის ძებნა, რომელიც საბარგულში სხვა მგზავრების ბარგთან ერთად სალომეს დასაკეც ეტლს ჩაიდებს, თითქმის სამი საათი გრძელდება. ბოლოს, დასასვენებლად ბათუმის ერთ-ერთ ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ვსხდებით. ადგილობრივი, შუახანს გადაცილებული ქალი გვამჩნევს და ძველი, რკინის ჯეზვეთი თურქული ყავა გამოაქვს. სალომეს ეჭვის თვალით უყურებს. მისი მისამართით დასასმელ შეკითხვებს ჩვენ გვისვამს: ”ეს გოგოც თქვენთან ერთად მუშაობს?” “მეგობრები ხართ?” - ვერ ვბრაზობთ. 60 წელს მიტანებულ მარინას ქუჩაში ეტლით მოსარგებლე ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგოები ხშირად არ უნახავს, ამიტომ უკვირს.

სალომე ახლა 24 წლისაა: “მინდა, რომ შშმ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საზოგადოებისგან იზოლირებულები ცხოვრობენ, მოვუწოდო, ბრძოლა არასდროს შეწყვიტონ. ყველაზე რთული და ამავე დროს მნიშვნელოვანი, საკუთარი შიშებისა და კომპლექსების დაძლევაა”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^