Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლამპრობა - დღესასწაული სულის დასათბობად

24 ოქტომბერი 2016

ლამპრობის დღესასწაულის შესახებ პირველად შარშან გავიგე. მეგობარმა ისეთი ემოციებით აღმიწერა, გადავწყვიტე, სვანეთში წავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა.

ლამპრობის დღეს მესტიაში ჩასულს ადგილობრივებმა მითხრეს, ლამპრებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის `ჯგრააგ~ მიწაზე ეზოში მდებარე სასაფლაოებზე მიიტანენ და იქ დაანთებენო. დღესასწაულის შინაარსზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. დიდი ხნის წინათ მას გაზაფხულზე აღნიშნავდნენ, აღდგომამდე ათი კვირით ადრე. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრობა მამაკაცთა დასათვლელად ტარდებოდა, რომ სცოდნოდათ, რამდენი მეომარი ეყოლებოდა სვანეთს ომის დაწყებისას. ზოგი მიიჩნევს, რომ ლამპრის დანთებით ძველი ხალხი ადრიან გაზაფხულს, კარგ მოსავალს და კაცის სულის გამრავლებას ევედრებოდა ღმერთს. არის თქმულება, რომ ეს დღესასწაული მიცვალებულთა მოსახსენიებლად ტარდებოდა, გარდაცვლილის სულის დასათბობად. ზუსტად რა დაედო საფუძვლად ლამპრობის დღესასწაულს, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ ამ დღეს ყველა თავის ოჯახში გარდაცვლილის საფლავთან მიდის. რადგან რიტუალი სასაფლაოზე ტარდება, მეგონა ,ლამპრობის დღესასწაულზე დამთრგუნველი გარემო იქნებოდა. ადგილზე კი სრულიად სხვაგვარი სურათი გადამეშალა თვალწინ. საღამოს დადგომასთან ერთად ხალხმა ნელ-ნელა საფლავებისკენ დაიწყო სვლა. მთელი ოჯახით მოდიოდნენ. მოჰქონდათ არყის ან მუხის ხის დაჩეჩქვილი ტოტებისგან დამზადებული ლამპრები, ღვინო, საჭმელი, სანთლები და საფლავებთან აწყობდნენ. ბინდი ჩამოწვა და ხალხმა ლამპრების ანთება დაიწყო. იქაურობა ზღაპრულ სამყაროს დაემსგავსა. ყველა ზეიმობდა _ ბავშვები ცეცხლთან თამაშობდნენ, უფროსები კი სადღეგრძელოებს სვამდნენ. განსაკუთრებული სანახაობა იყო ამდენი ხალხი და ანთებული ცეცხლი დათოვლილ სასაფლაოზე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ამ ცეცხლით სული მართლაც უთბება მიცვალებულს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 მაისი
17 მაისი

ფოტო ► 17 მაისი ლიმიტირებულ პირობებში

წელს ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო ...
15 მაისი
15 მაისი

ფოტო ► დაღუპული მეშახტეები 14 მაისს გაას ...

ტყიბულში დაღუპული მეშახტეები 14 მაისს გაასვენეს. გიზო გუბელიძე, ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე და გიზო კუბლაშვილი ...
17 მარტი
17 მარტი

კაცებს ფეხებს აღარავინ ჰბანს

ამბავი ქალებზე, რომლებიც გაათხოვეს. კახეთის პატარა სოფელ არგოხში ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. აქ წლების წინ ისევ ...

მეტი

^