Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე

21 დეკემბერი 2016

„თუ მზად არ ხარ, დაინახო იმაზე მეტი, ვიდრე მოჩანს, ვერაფერს დაინახავ“, - რუთ ბერნჰარდი.

ფოტოგრაფიული გამოსახულება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ გამოსახულებათა დიაპაზონი იმდენად ფართოა, რომ ნამდვილად მოითხოვს კლასიფიკაციას და გიჩენს შეკითხვებს:

რა ამოძრავებს ფოტოგრაფს გადაღების პროცესში?

რისთვის იღებს ფოტოს?

არის თუ არა ფოტოგრაფიის მიზანი არსებული, ხილული რეალობის ობიექტურად ასახვა?

ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ამ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. უნდა ვაღიაროთ - ყველაფერი თავად ფოტოგრაფით, მისი ხასიათით, თავისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებითა და ინტერესებით იწყება.

პირადად მე ვარ ადამიანი და ფოტოგრაფი, რომელიც იზიარებს ამერიკელი ფოტოგრაფის, არნოლდ ნიუმენის გამონათქვამს: „ფოტოგრაფი უნდა იყოს ფოტოსურათის ნაწილი“. ფოტოგრაფის ნებისმიერი მცდელობა, იყოს ბოლომდე ობიექტური, ყოველთვის განწირულია, რადგან ის ვერსად გაექცევა თავს, ხედვას, შეგრძნებებსა და წარმოდგენებს. რა თქმა უნდა, ეს სადავო საკითხია, და მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს ჩემი ხედვის ჭეშმარიტებაზე; თუმცა ვფიქრობ, რომ რეპორტიორიც კი, რომელიც ცდილობს (როგორც მას ჰგონია), მიუკერძოებლად ასახოს ის რეალობა, რაც თვალწინ აქვს, მაინც სუბიექტურია რაკურსის, აქცენტისა თუ გმირის არჩევისას. და მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

მეტიც, ნებისმიერი ფოტოგრაფი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ლაპარაკი მხოლოდ კომერციაზეა!) თავად ირჩევს მისთვის საინტერესო თემასა თუ გმირს. შინაგანი ვნება, რომელიც ნებისმიერ შემოქმედებით პროცესს უნდა ახლდეს, იბადება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფოტოგრაფი გატაცებული და ბოლომდე შეპყრობილია ამ თემით და თავად გადაღების პროცესით.

პირადად ჩემთვის ფოტოში საინტერესოა იმის აღმოჩენა, როგორ აისახება გამოსახულებაზე ფოტოგრაფში მიმდინარე გაუცნობიერებელი პროცესები; სხვაგვარად რომ ვთქვა: საკუთარი თავის ძიება გარეთ. ეს პროცესი არასოდესაა იმდენად სწორხაზოვანი, რომ აშკარა იყოს. პირიქით, ასეთ შემთხვევებში არსებობს სინთეზი, რომელიც ფოტოს აღქმას უფრო საინტერესოს ხდის და მაყურებელს ავტორის სხვადასხვა შრეს აჩვენებს. მსგავსი გამოსახულებებით ფოტოგრაფი ერთდროულად გვიჩვენებს რეალობას და საკუთარ თავს.

ლევან ხერხეულიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 მარტი
17 მარტი

კაცებს ფეხებს აღარავინ ჰბანს

ამბავი ქალებზე, რომლებიც გაათხოვეს. კახეთის პატარა სოფელ არგოხში ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. აქ წლების წინ ისევ ...
13 თებერვალი
13 თებერვალი

დაცემა

თბილისი ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი დილიდან საღამომდე მუშაობს. ცხოვრებისათვის დარჩენილ დროს ...
02 დეკემბერი
02 დეკემბერი

ფოტო ► პიკეტირების მეცხრე დღე თსუ-ის მე ...

მეცხრე დღეა, რაც სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ პროტესტის ნიშნად თსუ-ის მეექვსე კორპუსს იკავებს. მოძრაო ...

მეტი

^