Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► დაღუპული მეშახტეები 14 მაისს გაასვენეს

15 მაისი 2017

ტყიბული. 14 მაისი. მეშახტე ალეკო ჭელიშვილის გასვენება; 
 

9 მაისს, ტყიბულში ოთხი მეშატხე დაიღუპა. ბაგირი ჩაუწყდათ და 400 მეტრის სიმაღლიდან შახტის სიღმეში ჩაცვივდნენ. სხეულების ნაწილები ძლივს მოძებნეს. კომპანიამ თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო - დაუდევრობა თვითონ მეშახტეებისა. ადგილობრივები კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. იმის ფონზე, რომ ეს შატხაში მუშების დაღუპვის პირველი შემთხვევა არ იყო, კომპანიის პოზიცია მათთვის გამაღიზიანებელი და არადამაჯერებელი იყო. 
14 მაისს ოთხივე გაასვენეს. გიზო გუბელიძე, ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე და გიზო კუბლაშვილი ტყიბულის ქუჩებიდან ადგილობრივების გარდა, იქ ჩასულმა სხვა ბევრმა ადამიანმა გააცილა. 
ფოტოზე ალეკო ჭეიშვილის სახლიდან გამოსვენების წუთებია. მეშახტეებისთვის სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულის ეკლესიაში უნდა გადაეხადათ, მაგრამ ბოლო წუთებში, ოჯახის წევრებმა გადაიფიქრეს. 
მეშახტეების დაღუპვის შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. ჯერ კიდევ უცნობია ოფიციალური ვერსია იმისა, მუშები საკუთარი დაუდევრობის გამო თუ კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების არქონის მიზეზით დაიღუპნენ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ოქტომბერი
25 ოქტომბერი

ფოტო ► დაბალი ზონა - გამყოფი ხიდები

საოკუპაციო რეჟიმმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად მოსწყვიტა აფხაზეთს. 2017 წლის გაზაფხულიდან გალისა და ზუგდიდის და ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ფოტო ► წყალტუბო წარსულის ნოსტალგიით და „ ...

წყალტუბოში, სტალინური პერიოდის არქიტექტურის შთამბეჭდავი შენობებისა და გამწვანებული სივრცეების შერწყმა, უცხო ადამიან ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ფოტო ► მოჭრილი ხეები, ყვითელი მდინარეები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან კარგად მოჩანს გაკაფული ბნელი ხევი. სოფლის სკოლის უკან კი ხეების „სასაფლაო ...

მეტი

^