• მთავარი
  • |
  • ახალი ამბები
  • |
  • სტატიები
  • |
  • ბლოგები
  • |
  • საავტორო სვეტები
  • არქივი
  • მოგვწერეთ

სხვა უბანი

ქვემო კალა, დანგრეული ნაწილი

„ციხისუბანი-ქალაქის ყველაზე ძველი ნაწილი აღარ არსებობს. მკვლევარებს  დრო დაჭირდებათ იმისათვის, რომ გაანალიზონ რას ნიშნავს ეს ქალაქისთვის" - ნატო ცინცაბაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი.

 

 

„ ჩემი საკუთრების დანგრევა ისე დაიწყეს, რომ არც კი უკითხავთ" - ამბობს ნანა ჯანაშია, რომელიც ბეთლების 27 ნომერში ცხოვრობს.

მან სახლის გვერდით, ბეთლემის 25 ნომერში მდებარე სარდაფი 11 წლის წინ შეიძინა. მაშინ ოჯახმა არც კი იცოდა, რომ სარდაფი მე-18 საუკუნის, უნიკალური მნიშვნელობის იყო.

„თბილისში ასეთი სარდაფი მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი. ძეგლთადაცვის მისიით მოსული ორგანიზაცია კი მესაკუთრეს სთხოვდა იმის დადასტურებას, რომ ეს სარდაფი მართლაც უძველესი და ღირებული იყო. დღეს სარდაფის ნაწილი უკვე დანგრეულია, თუმცა აღდგენა შესაძლებელია"-ამბობს ნატო ცინცაბაძე არქიტექტორ-რესტავრატორი.

ნანამ და მისმა ქმარმა ლორანმა, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა, თბილისის განვითარების ფონდს წერილობით ბერვჯერ მიმართეს. მათთან ბოლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ნგრევის პროცესი შეჩერდებოდა და სარდაფს პირვანდელი სახით აღადგენდნენ.

შეხვედრის შემდეგ ერთი თვეზე მეტია გასული და სამუშაოები ისევ შეჩერებულია.

თბილისის უძველეს, შუა საუკუნეების უბანში, ქვემო კალაში, ისტორიული სახლების უმეტესობა აღარ არსებობს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, ძველი ნაგებობების ნაცვლად, ახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ქვემო კალაში სარესტავრაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ასრულებს. ამ უბანში მიმდინარე სამუშაოების დროს ხუთი სახლი დაინგრა ( გომის 2 შესახვევი №6; გომის 9; ბეთლემის 25; ბეთლემის 23; ბეთლემის 21; ბეთლემის 38 ).

„გარდა იმისა, რომ უბანი დაიცალა ხალხისგან, ფიზიკურად სახლები აღარ არის, რიგი შენობები გამზადებულია დასანგრევად"- მაია მანია, ხელოვნებათმცოდნე.

პროფესიონალები ამბობენ, რომ ამ სახლების მდგომარეობა არ იყო ისეთი მძიმე,რომ დაენგრიათ.

კანონში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" ვკითხულობთ:

უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.

ქვემო კალაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებზე ზედამხედველობა თბილისის განვითარების ფონდის მოვალეობაა. შეკითხვაზე რატომ დაინგრა ეს სახლები, იყო თუ არა ნებართვა გაცემული დანგრევაზე და რატომ იყო შეუძლებელი ამ სახლების შენარჩუნება ფონდისგან პასუხები ვერ მივიღეთ.

თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, კალაში სარესტავრაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიც მეთვალყურეობს. მარიკა დიდებულიძე, რომელიც ფონდის პროექტების კოორდინატორია ამბობს, რომ რესტავრაცია-რეკონსტრუქციის მიზანი მხოლოდ სახლების გაკეთება და შენარჩუნება კი არა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნაც არის.

არის შემთხვევები, როდესაც სრულიად შეუძლებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება. დანგრევის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ვიკვლევთ ძეგლს და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ შეცდომებიც არ არის გამორიცხული, რადგან ძალიან რთული პროცესია".

ხელოვნებათმცოდნეებს ყველაზე მეტად ის აღელვებთ, რომ მათი რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ქალაქმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიძველე, არცერთხელ არ გაუთვალისწინებიათ.

„ამ უბანში ქუჩების მოხაზულობაც გვეუბნება, რომ ეს ქალაქი მართლაც შუასაუკუნეობრივია, თავისი ვიწრო შუკებით, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, დაგრეხილი ჩიხებით, ბანიანი, ტერასული სახლებით. სიძველის ეს მახასიათებლები დღეს უკვე დაკარგულია"- აცხადებს მაია მანია, ხელოვნებათმცოდნე.

ბეთლემის 25 ნომერში მდებარე სარდაფის მეპატრონეებმა ნანა ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ ლორენმა საკუთრების დაცვა დროებით მაინც შეძლეს. სარდაფის შესანარჩუნებლად მათ მერიას და განვითარების ფონდს წერილობითაც მიმართეს და ფონდის წარმომადგენლებსაც პირადადაც რამდენჯერმე შეხვდნენ. ისინი ამბობენ, რომ სარდაფს არ დათმობენ და დაზიანებულ ნაწილსაც საკუთარი სახსრებით აღადგენენ. ეს ოჯახი ამ უბანში გამონაკლისია,სხვებმა, მიუხედავად უკმაყოფილებისა საკუთრი საცხოვრებალი სივრცის მოწყობა ქალაქის მერიას გადააბარეს.

გადააბარეს იმიტომ რომ მათ სახსრები არ გააჩნიათ მერია რა მათ ქუჩაში გაგდეით ემუქრქბა თუ-რა. თქვენი სარდაფი მერიასთან ერთად აღადგინეთ როცა ასე ძალიან მოგწონთ ქალაქის სიძველეები, ერთად გაგიადვილდებათ.
გასაგებია თუ თბილისის მერიას არ აქვს სახსრები ძეგლების შესანარჩუნებლად.მაგრამ თავი მაინც გაანებონ ამ სახლებს.ასე უფრო გაუძლებენ დროს და იქნებ ოდესმე გაჩნდეს დაფინანსება მათ გადასარჩენათ.პირზე რომ აკერიათ ძველი თბილისი,მალე არაფერი დარჩება იქიდან რაც ძველია და უყურონ ბუტაფორიებს,რაც ტურისტს ნამდვილად არ დააინტერესებს,ზოგიერთის გააფთრებული ამბიცია კი შეიძლება დააცხროს.ყოველ ახალ გასვლაზე ორი-სამი სახლი მხვდება დანგრეული.მერიასთან კი არანაირ ურთიერთობას არ აქვს შედეგი.მგონი პირიქით!
madlobt rom amas mnishvnelobas anichebt da amaze statiebs tsert tqven gaixaret tore amatma dagvangries tavze yvelaperi
gmadlobt, rom ase sainteresod gvawvdit informacias am mnishvnelovan temaze. kargi iqneba, tu momavalshic gaagrdzelebt am kutxit mushaobas.
cheap designer bags Online sales of fashion cheap designer handbags New online low sales air max 90 Christmas online low sales nike shox r4 Christmas new on the market super street 2012 listed vigorously mario shoes Low-cost new Christmas air max tn Christmas sellers of cheap puma shoes Online low processing and new products cheap gucci shoes Fair-price shop wholesale gucci shoes cheap Low-cost online wholesale

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.

უახლესი კომენტარები

OSGF

ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ned_logo

გვერდი ფუნქციონირებს NED-ის ფინანსური მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” და NED-ის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation and NED. Therefore, the Open Society Georgia Foundation and NED are not responsible for the content of the information material.