Skip to content

ავტორიზაცია

Ю-ს ქართველი მხარდამჭერები

"ძალიან ხშირად ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილთან და არ ვიცი, როდის რა საუბარი მქონდა", ასე უპასუხა პარლამენტარმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის მედიაში გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერის აუთენტურობაზე ჰკითხა. შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს არაოფიციალური დესპანი უკრაინაში, გამორჩეული დიქციის მქონე ორი საჯარო პირი  საუბარში  თითქმის ყველამ ამოიცნო.

რუქა

დაგვიანებული კომპრომისები, ანუ რაჭველი პალესტინელები

მას შემდეგ, რაც არაბები ტერიტორიის გაყოფის შეთავაზებულ პირობებზე ვერ დაითანხმეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა  აბა ებანმა თქვა: „არაბები არასოდეს უშვებენ შანსს, რომ  შანსი გაუშვან ხელიდან." თავდაპირველად პალესტინელებს სადაო მიწის  60 პროცენტს სთავაზობდნენ, და ვინაიდან არაბებს „ერთი სტადიონი" ებრაელებისთვის მიწის 40 პროცენტის გადაცემა ებევრათ,

Real TV

რეალური საქართველო

უნდა ცხოვრობდეს თუ არა თბილისის მერის ოჯახი საგანგებოდ მოშენებული ციყვებისა და მტრედების გარემოცვაში?!

ყვითელ პრესას ერთი თვისება აქვს, რამდენად მიუღებელი და უინტერესოც არ უნდა იყოს თემა, მისი ყვითელი სათაური მიგიზიდავთ და თავს გაგაცნობთ. მა-გრამ, როდესაც ეს პრესას ეხება, ამ შემთხვევაში ბეჭდურ მედიას,  ტვინის მაკუ-ლატურით ამოვსებისთვის ფულს არ გადაიხდით და თავად არ მიხვალთ მასთან.

ფოტო: ნინო გოგუა

,,უნდა ცხოვრობდეს თუ არა თბილისის მერობის კანდიდატის ოჯახი ნიუ–იორკში?"


13 დეკემბერის საღამოს თავისუფლების მეტროსთან ირაკლი ალასანიას და მისი მეუღლის გამოსახულებიანი ბანერი გამოჩნდა. მათი ფოტოები ნიუ-იორკის (სხვათა შორის ძველი ფოტო უნდა იყოს, ჯერ კიდევ იმ დროინდელი როდესაც ტყუპი ცათამბჯენები არსებობდა) ფონზე იყო აღბეჭდილი, ბანერის თავზე კი დიდი ასოებით ეწერია: ,, უნდა ცხოვრობდეს თუ არა თბილისის მერობის კანდიდატის ოჯახი ნიუ-იორკში?"
59

გაბრიელამ დაგვიბარა

საქართველოს მთავრობა გერმანიაში ელჩად გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს ნიშნავს.