Skip to content

ავტორიზაცია

კონკურსის გამარჯებული ნახატი. 54–ე სკოლა

ჩემი თვალით დანახული აგრესია

"6-7 აგვისტოს ცაზე უკვე დაიწყეს რუსმა თვითმფრინავებმა გამოჩენა, მთელი ღამე სოფლები იბომბებოდა... არ შემიძლია, ვეღარ განვაგრძობ!" - თქვა ცრემლნარევი ხმით მე-11 კლასის მოსწავლე ოლიკო დათაშვილმა, ფურცელი ძირს დაუშვა და კითხვა შეწყვიტა.

ოლიკო და კიდევ მისი 35 მეგობარი  54-ე სკოლის დარბაზში დირექციამ ერთმანეთს "რუსეთის აგრესიის" აღწერაში შეაჯიბრა.

განათლება "ჩინეთის კედლის" მიღმა

12-22 იანვარი განათლების სისტემაში დიდი ცვლილებების კვირეული იყო. სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დამატება კი - ის კომპონენტი, რომელსაც, ჩემი წარმოდგენით, მთლიანად უნდა შეეცვალა მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ცხოვრება. ბუნებრივია, მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ სკოლებში.

ისე წავედი 20-ში დილით  სკოლების ჩამოსავლელად, რომ წინასწარ ინტერვიუზე არავის შევთანხმებივარ. სულ ასე ვაკეთებდი ხოლმე - როცა პედაგოგების ანდა მოსწავლეების აზრი მაინტერესებდა სკოლებში პირდაპირ მივდიოდი, შესვენებაზე ანდა გაკვეთილების შემდეგ - ყველას იოლად ვესაუბრებოდი.