Skip to content

ავტორიზაცია

როცა დაზღვევა იხდის

,,გუშინ დაზღვევის ვაუჩერი რომ მოგეცით, ფული არ უნდა გადაგეხადათ ჩემთვის?!" უსაყვედურა  მოქალაქემ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის აგენტს. ,,- სხვა სადაზღვევოში მითხრეს, ვაუჩერი  ჩვენი კომპანიის დაზღვევის  პოლისში რომ გადაგეცვალა, 25 ლარს მოგცემდითო. ხოდა, ან 30 გადამიხადეთ, ან დამიბრუნეთ ჩემი ვაუჩერი უკან!"

საქმე  ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ჯანმრთელობის დაზღვევს ეხება, რომელიც ამ წლის თებერვლიდან სამწლიანი გახდა. პროგრამის ფარგლებში ოჯახებს ურიგდება სახელმწიფო  ვაუჩერები, რომლებიც სასურველი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო მომსახურების პაკეტებში უნდა გადაცვალონ.

შაშკინის მოულოდნელი განცხადებები

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გუშინ, 21 იანვარს დავით პაიჭაძესთან „დიალოგში“ორი მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

პირველი: მან თქვა, რომ განათლების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია კონსტიტუციური შეთანხმებია საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და სწორედ ისაა მთავარი განმსაზღვრელი დოკუმენტი სამინისტროსა და ეკლესიის ურთიერთობაში.

რა შემთხვევაში არ ნიშნავს საჯარო ნებადართულს

,,ვარსკვლავების აკადემიის" შენობის ნახაზის კიდევ ერთი, განსხვავებული ამბავი, რომელიც ბეჭდურ სტატიაში არ მოხვდა.

საქმე ეხება სანდრო ეულის ქუჩაზე ტელეკომპანია ,,რუსთავი2" ის კუთვნილი შენობის აზომვით ნახაზს, რომელზეც მითითებულია, როგორი უნდა ყოფილიყო ნაგებობა რემონტის შემდეგ.

”დამნაშავის” ძებნაში დაკარგულები

სასულიერო პირის, მითუმეტეს დიდი ავტორიტეტის მქონე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გაშარჟება რომ საზოგადოებრივი მსჯელობის, და თან, ძალიან მწვავე მსჯელობის საგანი გახდებოდა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. არც ის გამკვირვებია, რომ ქართულმა საზოგადოებამ არა ამ ვიდეოს ეთიკურობა არაეთიკურობაზე იმსჯელა, არამედ ანტი საეკლესიო პროპაგანდად მონათლა იგი და ”მოღალატეების” გმობა დაიწყო. არც იმას გავუოცებივარ, თეა თუთბერიძის ლანძღვა ყოველი საინფორმაციო გამოშვების განუყოფელ ნაწილად რომ იქცა.

თანადგომის სურვილით

ისეთი ამბავია,  წესით, ყველამ უნდა იცოდეთ...

ახლა, როცა ლამის მთელი ერი  აღსდგა პარტიარქის დასაცავად  და ილია მეორის შეურაცხყოფის თემამ თვით ენდი გარსიას  ვიზიტიც კი დაჩრდილა, მინდა, თეა თუთბერიძის  გვერდით  დავდგე, რაც ამ შემთხვევაში სიტყვისა და  გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას ნიშნავს.  თეას გაფატრვით ემუქრებიან. მე კი  ვფიქრობ - ამ მუქარის უკან სწორედ ის ხალხია, ვისაც ამ დანაპირების ასრულება არ გაუჭირდება.