- ორი დღის წინ ქალაქკომიდან მოგვიტანეს წერილი, ნახე ერთი რას გვწერენ - ეუბნება ჩემი ოჯახის ერთი პენსიონერი წევრი მეორეს. ეს "ქალაქკომი" უცნაურად მომხვდა ყურში. წერილი თბილისის მერისგან იყო. კონვერტში, მერის ემოციურ წერილთან ერთად, პენსიონერების ფოტოდართული პლასტიკური ბარათი იდო - "მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის სახელობითი ბარათი". ახალი წლიდან თბილისელი პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის მხოლოდ ნახევარს გადაიხდიან.