Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► გზა სოციალური მოდელისკენ

01 ნოემბერი 2016
გზა სოციალური მოდელისკენ - რა ეტაპზეა სოციალურ მოდელზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სახელმწიფო რეფორმა

შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების ვალდებულება საქართველომ 2016 წელს აიღო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შეუერთების პარალელურად. სისტემის რეფორმირება 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილია. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ მოდელზე დაფუძნებული შეფასების და სტატსუსის განსაზღვრის ახალი სისტემის უზრუნველყოფის მიზნით შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან სამთვარობო სტრუქტ...ურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული ასოციაციების წევრები

რა ეტაპზეა სახელმწიფო რეფორმა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალურ მოდელზე გადასვლა;
როგორ მუშაობს სამუშაო ჯგუფი და განხორციელდება თუ არა გეგმით გათვალისწინებულ ვადებში ის ღონისძიებები, რომლებიც სისტემის ახალ მოდელზე გადასვლისთვისაა საჭირო.

ამ თემაზე ფრონტლაინში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღეს:

ნინო ჯინჯოლავა - ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის საკითხთა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

მაგული შაღაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებში;

ნინო შატბერაშვილი - "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" თავმჯდომარე

მოდერატორი:
თიკო ცომაია - GIPA ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის ლექტორი

დისკუსია გაიმართა ფრონტლაინ ჯორჯია კლუბის და ჟურნალ ლიბერალის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მარტი
20 მარტი

ვიდეო►ბავშვთა უფლებები ყველა პრემიაზე მა ...

"თბილისის მერიის ერთი თვის პრემია = 290 ბავშვის რეაბილიტაციას ერთი წლის მანძილზე", "ბავშვთა უფლებები ...
27 თებერვალი
27 თებერვალი

ვიდეო ► შრომის კოდექსი - კლასგარეშე საკი ...

მწერალთა სახლში დღეს შრომის კოდექსის 8-საათიანი კლასგარეშე კითხვის პერფორმანსი მიმდინარეობს. "ღია სივრცე ექსპე ...
13 თებერვალი
13 თებერვალი

ვიდეო ► "ბოიკოტი ფრესკოს" - დასაქმებულთა ...

დასაქმებულთა მხარდასაჭერად აქციები გრძელდება. დღეს სოლიდარობა სუპერმარკეტ "ფრესკოს" თანამშრომლებს გამოუცხადეს. ...

მეტი

^